FM97.5 / LIVE

ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.01.2019
ახალციხეში, ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, რომელიც სამცხე–ჯავახეთში მხოლოდ ერთია, ტექდათვალიერების გავლას ათობით მანქანა ელოდება.

ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია

ლევან თარხნიშვილი ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების გასავლელად ადიგენიდან გუშინ,15 იანვარს ჩამოვიდა: "ორი დღეა ველოდები და ჯერ კიდევ არ მომიწია რიგმა".

საკუთარ რიგს ელოდებიან ახალქალაქსა და ნინოწმინდიდან ჩამოსული მძღოლებიც: "ახალქალაქიდან ჩამოვედით, უკან წასვლას აზრი არ აქვს, ცოცხალი რიგია, სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ ველოდებით".

სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე ამბობს, რომ ცენტრი მთელი დატვირთვით 09:00 –დან 19:00 საათამდე მუშაობს, მაგრამ რადგან ექვს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ეს ერთი ცენტრია, მძღოლებს რიგში დგომა უწევთ.

"კამერები დილით ავტომატურად ირთვება და 19:00 საათზე ითიშება. ამის შემდეგ, მუშაობის გაგრძელების უფლება არ გვაქვს. ერთი მანქანის შემოწმებას 10–15 წუთი სჭირდება. დღეში დაახლოებით 60 მანქანის შემოწმება ხდება. ამბობენ, აპრილიდან მსგავსი ცენტრი ახალქალაქში გაიხსნებაო, ამის შემდეგ ასეთი რიგები აღარ იქნება", – განმარტავს ნუგზარ აღდგომელაძე.

მისივე თქმით, პირველი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში 390 მანქანა შემოწმდა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვრიდან დაჯარიმდება ყველა სახის ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება.

ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით
‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
რამდენმა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში
სად და რა ფასად შეგიძლიათ თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება