FM97.5 / LIVE

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

მთავარისიახლე, სამართალი 15.01.2019
ახალციხეში გარდაცვლილი 31 წლის ქალის ოჯახი ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობს და შვილის მეგობარ კაცს მკვლელობაში ადანაშაულებს. საქმეს ჯერ მკვლელობის კვალიფიკაცია არ აქვს და არც ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი.

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

31 წლის ქალი, რომელიც ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდანაა, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 22 დეკემბრის ღამით გარდაიცვალა. ბინის მესაკუთრე იხსენებს, რომ შემთხვევის ღამეს საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, - „ხმაურიც კი არ გამიგია. ხუთი თვის წინ იქირავა ჩვენთან ოთახი. ისე შედიოდა და გადიოდა ვერაფერს ვიგებდით. იმ ღამით, დაახლოებით, 12:00 საათზე, კარზე ძლიერი ბრახუნით გაგვაღვიძა მისმა მეგობარმა კაცმა, გვითხრა გოგო კვდება და სასწრაფოს გამოუძახეთო, მე შიგნითაც კი არ შემიხედავს, მაშინვე მეზობელთან გავვარდი და სასწრაფოს დავურეკეთ.“

სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაახლოებით ღამის 02:00 საათზე სამართალდამცველებმა შემთხვევის შესახებ ოჯახს შეატყობინეს. მოგვიანებით, ახალციხის პროზექტურაში მისულ მამას შვილის სიკვდილის მიზეზებზე მხოლოდ ის უთხრეს, რომ ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს უნდა დალოდებოდა, - „გამომძიებელმა მითხრა, რომ სავარაუდოდ ნასვამი იყო. ახლა ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს, რა მოხდაო“.

ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ოჯახი, რომელიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თვის ბოლოსთვის ელოდება, იხსენებს, რომ პირველი ეჭვი მკვლელობაზე მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შინ მისვენებულ ცხედარს დაზიანებები შენიშნეს.

„ის თავს არ მოიკლავდა. ცხედარს ტანზე დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები კი ჩამტვრეული. როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა იმ ღამეს იმ ბიჭთან ერთად იყო. ვიცი, რომ იმან მოკლა“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

„ორი წლის წინ, ნოემბრის ღამეს, ჩემი შვილი გულგახეთქილი მოვარდა, თურმე ის კაცი სახლში მივარდნია და უცემია, ეს ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა ახლა მითხრა, როცა დედა მოუკვდა. ერთხელ კიდევ, ღამე ჩემი გოგო სასეირნოდ გავიდა, იმან კიდევ დაარტყა და ტელეფონი წაართვა. მაშინ მობილური პოლიციის ძალით დავიბრუნეთ, მაგრამ არ ვიჩივლეთ და ცემის ამბავიც დავმალეთ“.

დედის ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებს შორის არ ჩანს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი. ქალის ყოფილი მეუღლე ტელეფონის დაკარგვას მის მეგობარს უკავშირებს, - „ეს ადრეც გააკეთა, ორი წლის წინ ჩემს მეუღლეს დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ვიცი, რომ იმ ღამეს ჩემს ცოლს ტელეფონი თან ჰქონდა, რადგან ბოლოს ღამის ათ საათზე ელაპარაკა სოფელში უფროს შვილს“.

ის იხსენებს, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ძალადობის ფაქტების შესახებ ქალს მისთვის არასდროს მოუყოლია, - „ჩემთან არ უთქვამს, რომ ვინმე აწუხებდა, ან სცემდა. ბოლოს 17 დეკემბერს ველაპარაკე და მითხრა როდის ჩამოდიხარ დალაპარაკება მინდაო. შერიგებას ვაპირებდით“.

კაცი, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი 31 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებს, პოლიციამ უკვე დაკითხა. იგი ადასტურებს, რომ ქალის გარდაცვალების ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა. „მის გადარჩენას ვცდილობდი, მე დავუძახე ბინის მეპატრონეს, რომ სასწრაფო გამოეძახებინა, მე ვშველოდი. რა ჭირდა ამას ვერ გეტყვით. გამოძიება დაადგენს“, - „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სასწრაფოში დარეკვამდე და რატომ გახდა სასწრაფოს გამოძახება საჭირო, ის არ პასუხობს. არ საუბრობს არც გარდაცვლილის დედის მიერ მოყოლილ ძალადობის ფაქტებზე. ამბობს, რომ გამოძიებას ყველაფერი უამბო.

„საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რითი გარდაიცვალა 31 წლის ქალი ახალციხეში – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს
ახალციხეში ტოტალიზატორში 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა
გარდაცვალების  საეჭვო ვერსია  – რა მოხდა საკოჭავის ქვესადგურში
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა