FM97.5 / LIVE

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ქართველ მუსლიმთა კავშირი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
"უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ადიგენის რაიონში სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის 26 აგვისტოს განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად.

საქართველოს მუსლიმი მრევლი გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და მოვითხოვთ, მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დაუყონებლივ დადგენას. ასევე, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი იღონოს ბოლო პერიოდში მუსლიმების მიმართ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი უხეში და პროვოკაციული ფორმით დემონტაჟი.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგენილი იქნას ჭელის მეჩეთის მინარეთი", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'