FM97.5 / LIVE

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.01.2019
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ღონისძიება გაიმართა. ეროვნული სიმბოლო ადმინისტრაციულ შენობაზე საზეიმოდ აღიმართა.

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ღონისძიება დღეს, 14 იანვარს, სამხარეო ადმინისტრაცის შენობის წინ გაიმართა. შენობაზე დროშა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, გიორგი ჯაფარიძის შვილმა ალექსანდრე ჯაფარიძემ აღმართა.

"მამაჩემი გიორგი ჯაფარიძე ოჩამჩირეში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. ექიმი იყო და დესანტის გადმოსხმის დროს, "წითელი ჯვრის" მანქანაში იჯდა, როცა ეს მანქანა ააფეთეს. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დროშის აღმართავაც სიმბოლურია, ნამდვილად",– ამბობს ალექსანდრე ჯაფარიძე.

დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილიდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"2004 წლის 14 იანვარს ორგანული კანონი მიიღეს დროშის შესახებ და ამის შემდეგ დაწესდა ეს დღე. იგი 2012 წლიდან აღინიშნება. ჩვენი დროშის ქვეშ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იცავდნენ სამშობლოს და დროშა წმიდათა წმინდა იყო ჩვენსთვის, ყოველთვის",–განმარტა გუბერნატორმა.

დღესვე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოსთვის პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

შესაბამისად, დღეს დილიდან ახალციხეში მოქალაქეებმა საკუთარი აივნებიდან ეროვნული სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა გადმოფინეს.

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
როგორ აღნიშნეს დროშის დღე ახალციხეში
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება