FM97.5 / LIVE

ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2019
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტს, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ უსასყიდლოდ გადასცა, უკან ითხოვენ. მიზეზი ავტორის გარეშე ახალციხის მერიის მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებებია.

ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს ღია წერილს უგზავნის, რომელშიც წერს, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან და სთხოვს პროექტის უკან გასაწვევად შესაბამისი ზომები მიიღოს. ავტორი აცხადებს, რომ ახალციხის მერიამ მისი საავტორო უფლებები დაარღვია, რადგან მან პროექტი ძირეულად დაამახინჯა.

ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს"გაცნობებთ, რომ 2018 წელს, ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით მოამზადა „კომპანიონ ცხოველთა სამცხეჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის“ პროექტი, რომელიც უსასყიდლოდ გადმოეცა რეგიონს.

პროექტში გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკა და ის სრულად არის მორგებული არსებულ რეალობას. პროექტი დეპონირებულია „საქპატენტში“ და მინიჭებული აქვს სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის სტატუსი. მასში გათვლილია მთელი რიგი პარამეტრები, რომლებიც ერთობლიობაში განაპირობებს (სწორი მენეჯმენტის პირობებში) თავშესაფრის ეფექტურ ოპერირებას. მეთოდური, ეტაპობრივი მუშაობის შემთხვევაში ობიექტი აღმოფხვრავს რეგიონში არსებულ მძიმე სიტუაციას მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის და დაავადებების მართვის კუთხით, რაც მთავარია-მოახდენს ცოფის გავრცელების პრევენციას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნის შემდეგ, ჩვენ (პროექტის ავტორები: სოფიო ბეროშვილი, ლაშა გეგეჭკორი) წერილობით დავუდასტურეთ რეგიონს, პროექტის უსასყიდლოდ გადმოცემა და ვიმედოვნებდით, რომ ერთობლივი მუშაობის პირობებში სწორად განისაზღვრებოდა ნაშრომის რეალობაში ასახვა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა:

1. სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე, თავშესაფრისთვის ახალი შენობის აშენების ნაცვლად, ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც იმას გულისხმობს, რომ თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით ვეღარ მოეწყობა: ის შენობები, როლებშიც თავშესაფრის მოწყობას გეგმავენ, ერთმანეთისგან დაშორებულია. არადა წესით, ყველა ვოლიერს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ტრაპი, შემდეგ ამ ტრაპებმა გასაფილტრად თავი დახურულ საკანალიზაციო სისტემაში ერთად უნდა მოიყარონ. შეცვლილი პროექტით კი ეს ვეღარ ხერხდება და თავშესაფარი იქნება დაავადების გავრცელების კერა.

2. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ, უკვე დასრულებულ, საპროექტო სამუშაობზე ტენდერში SPA 180009436 შეტანილი ცვლილებით, კერძოდ, გაზრდილია ცხოველთა საერთო განთავსების ვოლიერების რაოდენობა 250-300 ერთეულით, (პირვანდელი პროექტით იყო-40) მთლიანად ირღვევა თავშესაფრის მუშაობის პრინციპი და ამ ცვლილებით არასაკმარისი იქნება თავშესაფრის სამედიცინო მანიპულაციების ბლოკის სიმძლავრე, რაც პრობლემას შეუქმნის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და გაზრდის ცხოველების თავშესაფარში დაყოვნების ხანგრძლივობას.

ყველა სხვა პარამეტრი აღებულია ცენტრის მიერ მომზადებული პროექტიდან.

ასევე ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ცხოველთა მუდმივი/ხანგრძლივი დროით განთავსება თავშესაფარში. ამით, ირღვევა თავშესაფრის მთავარი - ჰუმანური კონცეფცია და ის გადაიქცევა ცხოველთა საპყრობილედ.

პროექტის ამ სახით რეალიზაციის ფაქტს, უარყოფითი შეფასება მოჰყვება როგორც ჩვენი ორგანიზაციისგან, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ცხოველთადამცველი ორგანიზაციებისგან.

ცხოველები, სამედიცინო პროცედურების (სტერილიზაცია - კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება) გავლის შემდეგ მხოლოდ პოსტოპერაციული პერიოდი უნდა გაატარონ თავშესაფარში და რამდენიმე დღიანი დაყოვნების შემდეგ დაუბრუნდნენ პირვანდელი ლოკაციის ადგილს.

დამატებით გაცნობებთ, რომ ამ რაოდენობის ცხოველის თავშესაფარში განთავსება (თუნდაც არა მუდმივად) აუცილებლად გამოიწვევს შემდგომ ისეთ გართულებებს, როგორიცაა დაავადების კონტროლი, კვების და სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ცვლილება მოითხოვა და მუნიციპალური განვითარების ფონდს, ცვლილებების სახით შეატანინა ტენდერის ტექნიკურ დავალებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ.


პროექტის რეგიონში პრეზენტაციის დროს ჩვენ განვმარტეთ, რომ, მართალია პროექტში დევს 40 ერთეული ვოლიერი, მაგრამ თითო ვოლიერის ფართია-6 კვმ. საერთაშორისო სტანდარტით საკმარისია 3კვმ, კინოლოგის დასკვნის (ცხოველთა ერთად განთავსების შესახებ) შემდეგ ერთ ვოლიერში შესაძლებელია განთავსდეს რამდენიმე ცხოველი. ანუ, თავშესაფრის სამცხეჯავახეთის ვარიანტში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს 100-ზე მეტი ცხოველი. თავის მხვრივ, ობიექტი ორიენტირებული უნდა ყოფილიყო „ცხოველების ბრუნვაზე“ და მაღალ გამტარუნარიანობაზე, პოპულაციის მართვის მიზნით ჩატარებული შესაბამისი პროცედურების შემდგომ ცხოველის უკან, პირვანდელ საცხოვრებელ არეალში, დაბრუნებას ვგულისხმობთ, რადგან სტერილიზაცია - კასტრაცია/ვაქცინაცია/იდენტიფიცირება და შემდგომ ბიდარობის პირვანდელ არეალში დაბრუნების მეთოდი არის ერთადერთი ჰუმანური და საერთაშოროდ აღიარებული გზა უპატრონო, მიუსაფარი, ცხოველების პრობლემის აღმოსაფხვრელად და დაავადებების სამართავად.

გაკვირვებული ვართ კომუნიკაციის არ არსებობით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან. ამ ქმედებით მათი მხრიდან დაირღვა ჩვენი საავტორო უფლება და ძირეულად დამახინჯდა კონცეპტუალური პროექტი, როგორც სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე,

ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი,“ როგორც ავტორი, პასუხისმგებლობას იხსნის თავშესაფრის სწორად დაპროქეტება-მშენებლობა-აღჭურვაოპერირებაზე და უკან იწვევს, ჩვენს მიერ უსასყიდლოდ, რეგიონისთვის საჩუქრად, გადაცემულ ნაშრომს. ვინაიდან, რეგიონში თავშესაფრის მოწყობის ინიციატივა თავიდანვე სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები", – ვკითხულობთ წერილში რომელსაც ხელ ორგანიზაციის თავმჯდომარე აწერს.

სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კეთდება. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორმა იმის შესახებ, რომ მის ნაჩუქარ პროექტში ცვლილებები შეიტანეს, სწორედ მგფ–ს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან შემთხვევით შეიტყო.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტში ვოლიერების დამატება ცხოველთა სასტუმროს მოსაწყობად გადაწყვიტეს და მათ მუდმივად გამოკეტვას არ დაუშვებენ: „ლაშა გეგეჭკორის მიერ შემოთავაზებული არის ზოგადი პროექტი, რომლის სტანდარტებითაც უნდა აშენდეს თავშესაფარი და ასეც ვიქცევით, მაგრამ დეტალურ ხარჯთაღიცხვას შედგენა უნდა. როდესაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ჩამოვა ახალციხეში ყველა ერთად შევჯერდებით დეტალებზე, მოვიწვევთ ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სამხარეო ადმინისტრაციას და პროექტის ავტორს", – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

[sknews.ge]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
ძაღლების თავშესაფრის პროექტს ავტორი უკან აღარ გაითხოვს
ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება