FM97.5 / LIVE

‘სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა’ – ახალციხე–ასპინძის გზა ავარიულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2019
ასპინძა– ახალციხის, დაახლოებით, სამკილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე ადგილზე ისეა ამორტიზებული, რომ მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით ზამთარში რთულდება და ავარიული გზა სახიფათო ხდება.

‘სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა’ – ახალციხე–ასპინძის გზა ავარიულია

ასპინძა–ახალციხის 32 კილომეტრიან მაგისტრალზე, მშენებარე „მტკვარი ჰესის“ მიმდებარედ, სამი კილომეტრი დამეწყრილი ზონაა. ამიტომ აქ გზის ნაწილი დროთა განმავლობაში დაბლა იწევს და გადაადგილებისთვის სულ უფრო საშიში ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თოვის დროს ხშირად მარილს არ ყრიან და ტრანსპორტის მოცურების საფრთხეც იქმნება.

„ყველაზე მეტად, ორი მონაკვეთია ისეთი საშინელება, რომ სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა. სახიფათოა ეს გზა, განსაკუთრებით როცა თოვს და არავის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, რომ მარილი მოაყარონ. ამ გზაზე ხშირად ვმგზავრობ და უკვე წლებია ასეთი მდგომარეობაა.
ადრეც მივდიოდი და მარშუტკამ რომ ჩაარტყა ერთ დიდ ორმოში, ერთი კვირა ვეღარ დავდიოდი ფეხზე. პასუხი გაგვცეს ვინმემ, როდის მოაგვარებენ ამ პრობლემას. ოცდამეერთე საუკუნეში ასეთ ორმოებზე რომ დადის ტრანსპორტი, შეიძლება?!“ – კითხულობს ასპინძის მკვიდრი გულიკო ბექაური.

ავარიული გზის გამო ჩივიან მძღოლებიც. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ამორტიზებული მონაკვეთის გავლას დიდ დროს ანდომებენ და საავარიო სიტუაციები იქმნება, ზიანდება მანქანებიც.

„ორმოში თუ არ ჩაარტყი ისე ნორმალურ გზამდე ვერ გახვალ. აღარ ვარგა მანქანა, ან გააკეთონ ეს ადგილი, ან თუ არ კეთდება გზა გადაიტანონ და მიმართულება შეუცვალონ“, – ამბობს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. როგორც აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, გზაზე თოვის დროს ტექნიკურ მარილს ყოველთვის ყრიან: „შესაძლოა, შესაბამისი საბურავებით არ გადაადგილდებიან, თორემ ჩვენ გვყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც გებზე მარილს ყრის“.

რაც შეეხება დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „სამკილომეტრიანი მონაკვეთი ყოველწლიურად კეთდება. 32 კილომეტრის სრულად გაკეთება კი ჯერ არ იგეგმება, რადგან ამისთვის თანხა არ არის და შესაბამისად ამ გზის რეაბილიტაცია არც მიმდინარე წლის გეგმაშია გათვალისწინებული“.

გზის ავარიულ მონაკვეთზე „მტკვარი ჰესი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. როგორც კომპანიის ადმინისტრაციაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, დამწყრილი მონაკვეთი წყლით უნდა დაიფაროს, ამიტომ ამ ადგილის ნაცვლად ალტერნატიულ გზასაც თავად გააკეთებენ.

„პროექტით გვაქვს გათვალისწინებული, რომ გზის ამ მონაკვეთს მიმართულება უნდა შევუცვალოთ. გზას არსებული გზის ზედა მხრიდან გადავიყვანთ და ცენტრალუ მაგისტრალს შეუერთდება“, – ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი.

მისივე თქმით, პროექტი საგზაო დეპარტამენტთან უკვე შეთანხმებულია: „რა თქმა უნდა ის მონაკვეთი, სადაც სამუშაოები უნდა განხორციელდეს, გეოლოგებმა შეისწავლეს. გზის სამშენებლო სამუშაოებს გაზაფხულიდან დავიწყებთ“.

ალტერნატიული გზის მმშენებლობას მთლიანად „მტკვარი ჰესი“ დააფინანსებს.

‘სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა’ – ახალციხე–ასპინძის გზა ავარიულია

თითქმის ათი წელია ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალის სამკილომეტრიანი მონაკვეთი პერიოდულად ზიანდება. თუმცა, იმის გამო, რომ გზა დეპარტამენტს ეკუთვნის, თვითმმართველობა ამ ადგილზე სამუშაოებს ვერ აწარმოებდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება
ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა