FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.01.2019
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე გაზით მოწამლული ოჯახის სამი წევრი საავადმყოფოდან გამოწერეს. მათი თქმით, მოწამვლის მიზეზი გახდა წყლის გამაცხელებელი, რომელმაც ნამწვი გარედან სახლში შემოიტანა.

ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა

ოჯახს, რომელიც გაზით მოიწამლა, ბინა ნაქირავები აქვს და წყლის გამაცხელებელი, როცა აქ საცხოვრებლად გადავიდა, დამონტაჟებული დახვდა. სახლის მესაკუთრე ამბობს, რომ „მრავალი წელია ეს „კალონკა“ აყენია, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია“.

შემთხვევა ცხრა იანვარს შუადღეს მოხდა. ამ დროს სახლში ბებია, შვილი და წლინახევრის შვილიშვილი იმყოფებოდა.

„აბაზანაში ვიყავით მე და ჩემი შვილი, ჯერ ის გამოვიდა გარეთ და თქვა ცუდად ვარო, დავაწვინე, ცივი წყალი მოვუსვი. მერე სამზარეულოს სარკმელი და აივნის კარები გავაღე და მაგ დროს ვიგრძენი, რომ მეც ცუდად ვიყავი. მოვასწარი დაძახება მიშველე მეთქი, ჩემი შვილი იწვა, მაგრამ ადგა და წყლით მომასულიერა. მერე მეორე შვილთან დავრეკე, ის მოვიდა და საავადმყოფოში წაგვიყვანა“, – გვიყვება ოჯახის დიასახლისი.

მათთან ერთად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს მცირეწლოვანიც: „ბავშვი უკეთ იყო, ექიმებმა გვითხრეს, CO სიმაღლეზე ვრცელდება და ბავშვი რადგან ქვემოთ იწვა, გადარჩაო“.

ახალციხეში გაზის მიმწოდებელ კომპანიაში წყლის გამაცხელებლების იმ აუცილებელ სტანდარტებზე საუბრობენ, რაც მოსახლეობას მსგავსი შემთხვევებისგან დაიცავს.

„წყლის გამაცხელებელი აუცლებლად უნდა იყოს დახურული წვის კამერით, ანუ ჰაერს ოთახიდან არ უნდა იღებდეს და ნამწვი გარეთ უნდა გადიოდეს. რომელ გამათბობელსაც წვის კამერა ღია აქვს, შესაძლოა ქარმა ნამწვი, იგივე CO ოთახში შემოიტანოს და ლეტალური შედეგი დადგეს“, – ამბობს „ინტერგაზის“ მთავარი ინჟინერი თემო აღოშაშვილი.

ბინაში, სადაც გაზით ოჯახის წევრები მოიწამლნენ, სწორედ ღია კამერის მქონე წყლის გამაცხელებელია დამონტაჟებული. გახდა თუ არა სწორედ ეს მათ მოწამვლის მიზეზი გამოძიება დაადგენს. ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს სსკ–ის 240–ე მუხლით იძებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ოჯახის სამი წევრი გაზით მოიწამლა
ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია
ახალციხეში ბუნებრივი აირით 2 მცირეწლოვანი მოიწამლა
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
გურკელის სკოლაში თხევადი გაზით მოსწავლეები მოიწამლნენ
ბინის მესაკუთრე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, შსს-ში ცუდად გახდა