FM97.5 / LIVE

ბორჯომის ბაღებში სწავლა შეწყვიტეს – რა ხდება რეგიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.01.2019
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან საბავშვო ბაღები მხოლოდ ახალციხეში მუშაობენ. ბორჯომის სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა შეწყვიტეს, სხვა მუნიციპალიტეტებში კი სასწავლო პროცესი გადადეს.

ბორჯომის ბაღებში სწავლა შეწყვიტეს – რა ხდება რეგიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში

სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი რვა იანვარს მხოლოდ ახალციხისა და ბორჯომის საბავშვო ბაღებში განახლდა. თუმცა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება 21 იანვარმდე გადადო, სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბორჯომის ბაღების გაერთიანებამაც. თუმცა, მუნიციპალიტეტის 10 ბაღში, 904 აღსაზრდელიდან ამ დრომდე მხოლოდ 37 დადიოდა.

ძალიან ცოტა ბავშვი დადის ბაღებში ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. მაგალითად, დღეს, 10 იანვარს, მეორე ბაგა–ბაღში 150 აღსაზრდელიდან მხოლოდ ექვსი გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ახალციხის ბაღების გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი აცხადებს, რომ სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ არსებობს.

„ყოველდღე ვწმენდთ სადეზინფექციო საშუალებებით სათამაშოებს, ინვენტარს, ჭურჭელს“, – ამბობს ახალციხის მეორე ბაგა–ბაღის დირექტორი ნათელა გელაძე.

ასპინძაში, ახალქალაქში, ადიგენსა და ნინოწმინდაში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება, ამავე დღეს დაიწყება სწავლა ბორჯომის ბაღებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებებში აცხადებენ, რომ ბაღებში ოთახები და ინვენტარი სათანადოდ მუშავდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში 2000–მდე აღსაზრდელიდან 200  გამოცხადდა
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება ინვენტარით აღჭურვაზეა დამოკიდებული
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
აგარისა და მუსხის საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდო