FM97.5 / LIVE

ახალციხეში ოჯახის სამი წევრი გაზით მოიწამლა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 09.01.2019
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაზით სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი მოიწამლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალციხეში ოჯახის სამი წევრი გაზით მოიწამლა

შემთხვევა დღეს, ცხრა იანვარს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა.

მოწამლულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი ამბობს, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: "მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდათ, თავს კარგად გრძნობენ".

მომხდარის შესახებ "ინტერგაზში" შეტყობინება არ შესულა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე აცხადებს, "ძლიერი ქარის გამო გაზის ნამწვი სახლში შებრუნდა და ოჯახის წევრების მოწამვლა ამან გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. არის გამაცხელებლები, რომლებსაც კონდინცირების სისტემა არ აქვთ, ისინი ჰაერს გარეთ იწოვენ მხოლოდ. ასეთი გამაცხელებლები გარეთ რომ ქარია, ნამწვი უკან შემოაქვთ. ყოველთვის ვაფრთხილებთ ხალხს, რომ ნუ იყიდიან ასეთებს, მაგრამ მაინც აყენებენ, რადგან იაფია".

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სავადმყოფოდან შევიდა. ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 240–ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა
ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
ახალციხეში, მდინარეში გადამხტარი ქალის მდგომარეობა მძიმეა
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
მინაძეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია