FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 09.01.2019
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის პროექტში ახალციხის მერიამ ვოლიერების რაოდენობა გაზარდა და ახალი შენობის აშენების სანაცვლოდ, ძველის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ეს ცვლილებები ნაჩუქარ პროექტში ისე შეიტანა, რომ ავტორს წინასწარ არ შეუთანხმდა. ეს ავტორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა

სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხაში კეთდება. პროექტი რეგიონს ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა“ ლაშა გეგეჭკორმა უსასყიდლოდ გადასცა. თუმცა მან იმის შესახებ, რომ პროექტში ცვლილებები შეიტანეს, სახელმიწფო შესყიდვების ვებ–გვერდიდან შემთხვევით შეიტყო.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღმოვაჩინე, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი გამოუცხადებია და მთავარი პარამეტრი შეუცლიათ – ვოლიერების რაოდენობა 90–დან 250–300–მდე გაუზრდიათ. აპირებენ, რომ თავშესაფარი ცხოველთა მუდმივი ბინადრობის ობიექტი გახადონ, ეს დაუშვებელია“, – ამბობს გეგეჭკორი.

მისივე თქმით, სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე, თავშესაფრისთვის ახალი შენობის აშენების ნაცვლად, ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც იმას გულისხმობს, რომ თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით ვეღარ მოეწყობა: „ის შენობები, როლებშიც თავშესაფრის მოწყობას გეგმავენ, ერთმანეთისგან დაშორებულია. არადა წესით, ყველა ვოლიერს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ტრაპი, შემდეგ ამ ტრაპებმა გასაფილტრად თავი დახურულ საკანალიზაციო სისტემაში ერთად უნდა მოიყარონ. შეცვლილი პროექტით კი ეს ასე ვეღარ მოეწყობა და თავშესაფარი იქნება დაავადების გავრცელების კერა. ეს იქნება ცხოველთა საპრყობილე, ამიტომ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტი გამოიყენონ ფრაგმენტულად. საერთოდ უარი თქვან ამ პროექტზე, ან დადონ ალტერნატიული ვერსია. არცერთი თავშესაფარი არ მუშაობს მუდმივი ბინადრობის პრინციპით, ეს გამორიცხულია“.

ახალციხეში თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კეთდება. ტენდერი მან სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენებისთვის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად 52 070 ლარზე 11 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, თავშესაფარი განთავსდება სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელიც იგივე დანიშნულებით გასული საუკუნის 90–იან წლებში ფუნქციონირებდა.

მგფ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწოდებული პროექტის საფუძველზე გამოაცხადეს: „როგორც ვიცით მერიის მიერ გამოგზავნილი კონცეფტი არის ის, რაც თვითმმართველობას უფასოდ გადასცეს, დანარჩენი ახალციხის მერიაში გაარკვიეთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ლაშა გეგეჭკორის მიერ შეთავაზებულ პროექტზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ცვლილებები ნამდვილად შეიტანეს: „ეს პროექტი განხორციელდება, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, როგორც პროექტში ეწერა. ზოგიერთი შენობა არსებობს და ახალს ხომ არ ავაშენებთ?! ამიტომაც ხარჯთაღრიცხვა ზუსტდება, მუნიცპალური განვითარების ფონდმა ტენდერი სწორედ ამისთვის გამოაცხადა. ახალი პროექტით თავშესაფრის ფართობი უფრო დიდი იქნება“.

მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, ახალციხის მერი პროექტის ავტორს, ლაშა გეგეჭკორს ტელეფონით დაუკავშირდა და ცვლილებების შესახებ ესაუბრა.

„ახლა შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან. მითხრა, რომ ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტს იყენებენ. როგორც მერმა ამიხსნა, ვოლიერების რაოდენობა მხოლოდ თავშესაფრის პროფილის შემდგომი განვითარების მიზნით დაამატეს. რაც შეეხება არსებული შენობების რეკონსტრუქციას, მერი დამპირდა, რომ ამაში პროექტის ავტორებს აქტიურად ჩაგვრთავენ“, – გვითხრა გეგეჭკორმა.

შეგახსენებთ, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე გაკეთდება. ის 300 ცხოველს დაიტევს და მთელ რეგიონზე იქნება გათვლილი. პროექტი 2019 განხორციელდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და აღჭურვას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.03.2019 ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

24.03.2019 ’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის წინააღმდეგ

23.03.2019 ახალციხელმა სამბოისტმა მოსკოვში ოქროს მედალი მოიპოვა

23.03.2019 ახალციხელი სამბოისტი მოსკოვში მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მგფ–მ ახალციხეში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცხოველთა თავშესაფარი კეთდება
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი
კვირის აქცენტი: ცხოველთა თავშესაფარი [Video]