FM97.5 / LIVE

‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2019
სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვეები ამბობენ, რომ ახალციხის კეთილმოწყობა სამუშაო ტერიტორიებსა და ხელფასებს არასწორად ანაწილებს, ამიტომ აღნიშნულ სამსახურში სახელმწიფო აუდიტი უნდა შევიდეს. მანამდე კი მეეზოვეები სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებენ.

‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ


დავით ლომიძე ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურში 12 წელი მუშაობდა. როგორც თავად ამბობს შვიდ ქუჩას გვიდა და 1 000 ლარს იღებდა: „კმაყოფილი ვიყავი, მერე მითხრეს დამატებით კიდევ ერთი ქუჩა უნდა დაასუფთაოო, ამაზე უარი ვთქვი. ამიტომ ერთი ქუჩა ჩამომართვეს და 300 ლარი ხელფასიც დამაკლეს. მიზეზად დაასახელეს, „ნაციონალები“ ბევრს გაძლევდნენ და არ გეკუთვნოდა მაგდენიო. ეს რომ გავაპროტესტე და არ გავჩუმდი, ამიტომ გამომიშვეს სამსახურიდან“.

მისი თქმით, სამსახურიდან მხოლოდ ის ადამიანები გაათავისუფლეს, რომლებმაც უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვეს: „31 დეკემბერს დამირეკეს, ხელშეკრულება აღარ გიგრძელდებაო. თუ თვითონ მიზეზად იმას ამბობენ, რომ ცუდად ვმუშაობდი და გამომიშვეს, მაშინ გუბერნატორი რატომ მომიყვანეს ახალი წლის წინ და მადლობა გადამიხადეს?! ჩემთვის მისი მოტანილი 20–ლარიანი საჩუქარი შეურაცხმყოფელი იყო, ხელფასიდან 300 ლარი დამაკლეს და 20 ლარით საჩუქარი მიყიდეს?!“

მას მიაჩნია, რომ „კეთილმოწყობაში“ აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს: „აქამდე რა ფართობს რამდენ ლარში ვგვიდით არ ვიცოდით. გარდა ამისა, „ვერიპლანის“ დასახლებაში ერთ–ერთი ახლად მოასფალტებული ქუჩა თებერვალში ჩაიბარეს, ჩვენ კი ოქტომბერში გადმოგვცეს, მანამდე კი მაგ ტერიტორიის ფულს ათეთრებდნენ“.

სასამართლოში დავით ლომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტი ეკა აბაშიძე დაიცავს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ კეთილმოწყობის სამსახურიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს უნდა გაეცნოს და სარჩელს ამის შემდეგ დაწერს: „დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე საქმის მასალები სრულად არ მექნება. თუმცა, როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, მათ დასაგველ ფართს უმატებდნენ, ხელფასს კი არა. ბუნებრივია, კეთილმოწყობასაც ექნება თავისი არგუმენტები, თუმცა ამ შემთხვევაში მეეზოვეების გათავისუფლების საფუძველი ის, რომ მათ ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და აღარ უგრძელებენ, ვერ იქნება. მოქმედი კანონით ესენი უვადო ხელშეკრულებით დასაქმებულები იყვნენ“.

ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე ამბობს, რომ სამსახურიდან მხოლოდ ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებიც საქმეს არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ: „გარდა ამისა, ტენდერი არის ერთწლიანი და ხელშეკრულებები წლის ბოლოს დამთავრდა, ამიტომ მას ვინც კარგად არ მუშაობდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს საყვედურები აქვთ მიღებული, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად. მიმართონ სასამართლოს და იდაონ“.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ უფროსისგან მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა აქვთ მიღებული და ისიც არასამართლიანად : „ისეთი ტერიტორიის დასუფთავებას გვთხოვდნენ, რომელიც ხელშეკრულებაში გაწერილი არ გვქონდა. ვერ დავალაგებდით კორპუსების ეზოებს და ავტოფარეხების მიმდებარე ტერიტორიებს იმიტომ რომ ჩვენ ცენტრალური, მოასფალტებული ქუჩები გვებარა“, – ამბობს კეთილმოწყობის სამსახურიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი მეეზოვე ნატალია ვლასოვა.

იგი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ვითარებაში გასარკვევად ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს შეხვდა: „მივედი ჩვენი ამბავი მოვუყევი და მითხრა, ეს მე არ მეხებაო, აბა ქალაქის მერს რა ეხება?! ვთხოვე ერთი ქუჩა მაინც დამიტოვეთ, რომ ბანკში კრედიტები მაქვს და იმის გადახდა მაინც შევძლო მეთქი. დამპირდა, თუ რამეს გავარკვევ დაგიკავშირდებიო. არ მჯერა, რომ რამით დამეხმარება“.

ისევე როგორც კეთილმოწყობის დირექტორი, ახალციხის მერიც აცხადებს, რომ მეეზოვეები სამსახურიდან სახელშეკრულებო პირობების არასათანადოდ შესრულების გამო გაათავისუფლეს.

„ორგანიზაციას ჰქონდა შენიშვნები, რამდენჯერმე წერილობითაც მიმართეს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უხარისხოდ ასრულებდნენ სამუშაოს. თუ ხელშეკრულებაში რუსთაველის ქუჩა გიწერია ის სრულად უნდა დაასუფთაო, მეეზოვეებს კი მარტო გზის დასუფთავება უნდოდათ და ტროტუარების არა, ასე როგორ შეიძლება?! რასაც ავალებდნენ ის უნდა გაეკეთებინათ“, – აცხადებს მელიქიძე და ამატებს, რომ „ამ საქმეს დეტალურად შეისწავლის“.

ახალციხეში, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან ექვსი მეეზოვე 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 61 მეეზოვეა.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
გათავისუფლებული მუშები: „უნდოდათ დამატებითი სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეგვესრულებინა“
მეეზოვისა და ელექტრიკოსების სარჩელს სასამართლოში ხელახლა დაარეგისტრირებენ
მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს