FM97.5 / LIVE

H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2019
სამცხე–ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა გაიზარდა. ამიტომ რეგიონის ყველა კლინიკაში პაციენტებთან მნახველების შესვლა შეიზღუდა.

H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში

რეგიონის მასშტაბით გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა განსაკუთრებით აპინძასა და ბორჯომში გაიზარდა.

ასპინძის საავამდყოფოში გრიპის ვირუსზე მკურნალობას ამჟამად ხუთი ადამიანი გადის. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „ბოლო სამი დღის განმავლობაში პაციენტების მომართვიანობამ საგრძნობლად იმატა. საავადმყოფო „ტამიფლუთი“ მომარაგებულია და სტაციონარში მკურნალ პაციენტებზე მედიკამენტი უკვე გაიცა“, – ამბობს ასპინძის საავადმყოფოს დირექტორი მანანა ცინაძე.

გასულ თვესთან შედარებით გასამმაგდა პაციენტების მიმართვიანობა ბორჯომის საავადმყოფოშიც. დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით, ახლა აქ მკურნალობას ვირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი გადის.

გრიპის ვირუსით მაღალი მიმართვიანობის გამო, პაციენტებთან მნახველების რაოდენობა ერთი კვირაა შეზღუდა ახალციხის რეფერალურმა ჰოსპიტალმა. ვირუსზე ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი პაციენტი მკურნალობს და ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სტაციონარში მოთავსება მეტს არ დასჭირვებია, თუმცა მომართვიანობა მაღალია, რადგან ხალხში პანიკაა, რომ „ღორის გრიპია“ გავრცელებული. გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ მათ საგანგაშო მდგომარეობა არ აქვთ და ამბულატორიულადაც შესაძლებელია მკურნალობა“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

დეკემბრიდან მნახველთა რაოდენობა შეზღუდა ახალციხეში კლინიკა „იმედმაც“. საავადმყოფოში ამ დროისათვის გრიპის ვირუსით არავინ მკურნალობს, თუმცა მიმართვიანობა გაზრდილია.

გრიპის ვირუსით ინფიცირებულები არ ჰყავს ახალქლაქის, ნინოწმინდისა და ადიგენის სამედიცინო დაწესებულებებსაც, თუმცა ისევე როგორც რეგიონის სხვა კლინიკებში, მიმართვიანობა აქაც გაზრდილია.

სამცხე–ჯავახეთში მოქმედ ყველა საავადმყოფოებში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მომარაგებულები არიან.

რაც შეეხება რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, ყველა მათგანი ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტ „ტამიფლუს“ ფორმა ასის საფუძველზე, ბავშვებზე, ორსულებზე, პენსიონრებსა და სოციალურად დაუცველებზე უფასოდ გასცემს.

ჯანდაცვის ცენტრებში აცხადებენ, რომ ამ დრომდე რეგიონში „ღორის გრიპის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოში H1N1 ე.წ ღორის გრიპის 158 შემთხვევა დაფიქსირად, აქედან 10 ფატალურად დასრულდა. გარდაცვლილებს შორის ერთ–ერთი, 25 წლის ახალგაზრდა სოფელ აბასთუმნიდან იყო, იგი ბოლო დროს ქალაქ რუსთავში ცხოვრობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა