FM97.5 / LIVE

კომპანია, რომლის დაუდევრობითაც მუშა გარდაიცვალა, მუშაობას სანქციების გარეშე აგრძელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 08.01.2019
კომპანია "ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი", რომლის ოთხ თანამშრომელსაც უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, ოთხ პროექტს კიდევ ახორციელებს. აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშის საქმის შემდეგ, კომპანიის მიმართ, არანაირი სანქცია არ გატარებულა.

კომპანია, რომლის დაუდევრობითაც მუშა გარდაიცვალა, მუშაობას სანქციების გარეშე აგრძელებს

აწყურში ხიდის მშენებლობისას მუშის გარდაცველების საქმეზე სასამართლომ მშენებელი კომპანიის „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის“ ოთხ თანამშრომელს სსკ–ის 240–ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოთხივე მათგანს ბრალი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დასდეს და 3 000–3 000–ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღნიშნული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ კი ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციას 2010 წლიდან აწარმოებს. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მსხვილ პროექტს ასრულებს, მათ შორის:

● სამცხე–ჯავახეთი – ადიგენი-უდე-არალის გზაზე სახიდე გადასასვლელის მოწყობა – 1 737 131 ლარი.

● მცხეთა -სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზაზე ხიდის მოწყობა – 2 637 203 ლარი.

● ხობი - საჯიჯაო - ლესიჭინეს საავტომობილო გზა – მდინარე ოჩხომურზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები – 6 577 834 ლარი.

● ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზა – არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 598 765 ლარი.

„თუ განაჩენში ჯარიმის გარდა საუბარი არ არის იმაზე, რომ იურიდიულ პირს ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მომავალში საქმიანობის კვლავინდებურად გაგრძელება“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი შორენა ლოლაძე.

დამოუკიდებელ პროფკავშირში „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან დარღვევების მიზეზი ხშირად ისაა, რომ მათ დამკვეთებს, ანუ ამ შეთხვევაში სამინისტროებს კონტროლის შესაბამისი მექანიზმები არ აქვთ.

„ხშირად ხდება, როდესაც სამინისტროების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები დასაქმებულთა უფლებებს არღვევენ. ამის მიზეზია ის, რომ სამინისტროებს არანაირი რეგულაცია არ აქვთ კომპანიების საქმიანობის გასაკონტროლებლად. შედეგად კი კომპანიები ხშირად ამ თავისუფლებას ბოროტად იყენებენ. სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არიან შუამავლები დასაქმებულებსა და სამინისტროს შორის, ისინი სამინისტროს ფულს განკარგავენ, შესაბამისად დასაქმებულებზე სამინისტროებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – გვითხრა სოლიდარობის ქსელის წევრმა ნენო ჩარკვიანმა.

აწყურში ხიდის სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

„გასული წლების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, 240–ე მუხლით გამტყუნებული კომპანიისთვის სამინისტროს რაიმე ტიპის სანქციები დაეკისრებინა. ამ საკითხს შევისწავლით“, – გვითხრეს რეგიონული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ეთო გვრიტიშვილი აქცენტს სასამართლო გადაწვეტილებების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე აკეთებს: „იმ საქმეების უმრავლესობა, რომლებშიც გამოძიება სსკ–ის 240–ე მუხლით დაიწყო, პასუხისგება საკმაოდ მწირი რაოდენობის საქმეებში დადგა და ისიც მხოლოდ ფულადი სახით, 3000 ლარიან ჯარიმით შემოიფარგლება. როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება პრევენციული ძალის მქონე და ვერ აღმოფხვრის მსგავს სავალალო შემთხვევებს მომავალში“.

რა შეცვალა მშენებელმა კომპანიამ უსაფრთხოების თვალსაზრისით სამუშაო პრაქტიკაში უცნობია. „ახლა ვერ დაგელაპარაკებით, არ მცალია“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა მიშა ჯოჯიშვილმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.

2018 წლის ორ ივლისს, სოფელ აწყურში, ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილი 35 წლის მუშის საქმეზე კომპანია „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის“ მთავარ დირექტორს, მთავარ ინჟინერს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და სამუშაოების მწარმოებელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 3000– 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’