FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.01.2019
სამცხე–ჯავახეთის უმეტეს სკოლებში საკლასო ოთახებს შეშის ღუმელით ათბობენ. ცენტრალური გათბობის სისტემა რეგიონის მხოლოდ 73 სკოლაშია დამონტაჟებული, თუმცა გაზზე მათი ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი გათბობის სისტემას შეშაზე ამუშავებს.

სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება

ბორჯომის 20 სკოლიდან – შვიდი, ახალქალაქის 55–დან – 40, ნინომწინდის 38–დან – 17, ადიგენის 25–დან – 24, ახალციხის 39–დან – 24 და ასპინძის 18–დან – 11 შეშის ღუმელით თბება.

ბორჯომის რესურსცენტრის დირექტორი იზოლდა ლომიძე ამბობს, რომ იმ 13 სკოლიდან, რომლებშიც ცენტრალური გათბობაა, ორი შეშით, დანარჩენი კი გაზით თბება: „ამ ზამთარს გაზი ორ, ბალანთისა და ტაბაწყურის სოფლები შევიყვანეთ, 2019 წელს კი კიდევ ერთი, მოლითის საჯარო სკოლა გაზიფიცირდება. ასე, რომ შეშის ღუმელზე მხოლოდ ოთხი სოფლის სკოლა დაგვრჩება, თუმცა ვიდრე იმ სოფლებში გაზი არ შევა, ბუნებრივია, ვერც სკოლები გაზიფიცირდება“.

ბორჯომის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 34 დასახლებიდან 18 უკვე გაზიფიცირებულია: „იმ 16 სოფლიდან, რომლებშიც გაზი არ არის, 13–ში ბუნებრივი აირის შესაყვანად სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. დარჩენილ სამში კი მოსახლეობა მხოლოდ სეზონურად მიდის და მუდმივად იქ არავინ არის“.

სკოლებში გაზის შესაყვანად სოფლების გაზიფიცირებას ელოდებიან ახალქალაქშიც. „ერთ სკოლას ელექტროენერგიით ვათბობთ, ოთახში გვაქვს შეშისა და ქვანახშირის გათბობა, 20 სკოლაში კი ბუნებრივი აირია. წელს კიდევ რამდენიმე სკოლა გაზიფიცირდება, თუმცა რამდენი ზუსტად არ ვიცით“, – ამბობს ახალქლაქის რესურსცენტრის დირექტორი ტერეზა ჩივჩიანი.

ელექტროენერგიით თბება ორი სკოლა ნინოწმინდაშიც, 11–ში კი გაზია შეყვანილი. ისევე, როგორც ახალქალაქში აქაც სოფლების გაზიფიცირებას ელოდებიან. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ადიგენში ბუნებრივი აირი შეყვანილი მხოლოდ არლის სკოლაშია. ახალციხეში შეშის ღუმელები არა მხოლოდ სოფლის, ქალაქის ორ სკოლაშიცაა. ასპინძიაში კი ბუნებრივი აირით, მხოლოდ დამალისა და ხიზაბავრის სკოლები თბება.

„შეშის ცენტრალური გათბობაა ასპინძის პირველ, ოშორისა და ნაქალაქევის სკოლებში. ამ წელს, დაბა ასპინძის და საროს სკოლები ბუნებრივი აირით გათბება“, – ამბობს ასპინძის რესურსცენტრის დირექოტრი ტრისტან მურადაშვილი.

რესურსცენტრებში აცხადებენ, რომ ის სკოლები, რომლებიც შეშით თბებიან, შესაბამისი მარაგი დროულად შეიტანეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ
ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება
ახალციხეში იკვლევენ ვინ თბება შეშის ღუმელით
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული