FM97.5 / LIVE

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.01.2019
შვიდ იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ღამისთევის მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც არქიმანდრიტი დავითი აღავლენს.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]
შობის ღამისთევა მაცხოვრის ამაღლების ტაძარში, ექვს იანვარს 23:00 საათზე დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდება.

შობა ერთ–ერთი, უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ. ბერძენმა მართლმადიდებლებმა შობის დღესასწაული ბეთლემში აღნიშნეს. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტე სწორედ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა. მისივე ლოცვა-კურთხევით, თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობს.



შობის დღესასწაულს წინ 40–დღიანი მარხვა უძღვის. დღეიდან კი მარხვა ხსნილდება და მორწმუნეებს ყველანაირი საკვების მიღება შეუძლიათ.
შვიდ იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს მსვლელობით გაგრძელდება. ახალციხეში მსვლელობა, 12:00 საათიდან დაიწყება. ალილოს მონაწილეები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს შემოივლიან და ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის პროდუქტს, ტკბილეულსა და ტანსაცმელს შეაგროვებენ.
მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
25 დეკემბერს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
შობის მარხვა სამი დღით თევზით გახსნილია