FM97.5 / LIVE

‘ორივე ხელი მოტეხეს, საოპერაციოა’ – ახალციხეში დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა

მთავარისიახლე, სამართალი 06.01.2019
ახალციხეში ქეთევან წამებულის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის დაპირიპსირების შედეგად 16 წლის ბიჭს ორივე ხელი მოტყდა. ჩხუბი ქალაქის ცენტრალურ პარკთან, დიდიმამიშვილის ქუჩაზეც გაგრძელდა, აქ დაშავებული 16 წლის ბიჭის თანაკლასელი სცემს. იგი მეოთხე დღეა საავადმყოფოში იმყოფება.

‘ორივე ხელი მოტეხეს,  საოპერაციოა’ – ახალციხეში  დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა

მეთერთმეტე კლასელ ბიჭებსა და მათ თანატოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორ იანვარს ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაიწყო.

როგორც დაშავებული 16 წლის ბიჭის დედა „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, იმ საღამოს მასთან სახლში სტუმრად შვილის თანაკლასელები იყვნენ: „ორი კლასელი გააცილა და ისე გავიდა გარეთ, რომ კურტკაც არ ჩაუცვია. ქუჩაში მომხდარს მე არ შევსწრებივარ, მაგრამ როგორც ჩემი ბიჭის მეგობრებმა მითხრეს, ამ დროს გარეთ ვიღაც ნასვამი ბიჭები ხმაურობდნენ, მეზობელი სახლიდან ქალი გამოსულა და იმათთვის შენიშვნა მიუცია, ბავშვს ვაძინებ და ნუ ხმაურობთო. ამ ნასვამებს ეს არც კი გაუგიათ და ღრიანცელი ისევ გაუგრძელებიათ. ამაზე ჩემი შვილის მეგობრებს მიუციათ შენიშნვა, არ გესმით ქალმა რა გითხრათ, გაჩუმდითო. იმ ნასვამებს უთქვათმ ასე რატომ გველაპარაკებითო და ამას მოჰყოლია ჩხუბი“.

დაშავებულის დედა ამბობს, რომ ბიჭი სახლში, დაახლოებით, 20 წუთის მოგვიანებით შებრუნდა: „ორივე ხელი დამტვრეული ჰქონდა, თავიდან მითხრა, რომ ყინულზე დაეცა, სასწრაფოს რომ გავუძახე და კლინიკაში მივდიოდით, ერთ–ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ ნაცემი იყო და არ დაცემულა“.

16 წლის ახალგაზრდას კლინიკა „იმედში“ ორივე ხელი თაბაშირში ჩაუსვევს და იმ ღამესვე გამოწერეს.

„ბავშვობაში ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, ამიტომ დიდი ალბათობით საოპერაციოა, ვაკვირდებით როგორ წავა შეხორცების პროცესი. სხვა დაზიანებები არ აქვს, თურმე სახეში ურტყამდნენ, ამას ორივე ხელი აუფარებია და იმიტომ მოტყდა ხელები, მერე ყინულზე უთრევიათ“, – გვიყვება დედა.

დაშავებულსა და მასთან ერთად მყოფებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.

„მე მაშინ მივედი ქეთევან წამებულის ქუჩზე, როცა უკვე ჩემი კლასელი ნაცემი იყო, ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა და სახლში წასვლაში დავეხმარე. შესაძლოა მართლაც იმ ქალის შენიშვნის გამო მოხდა ჩხუბი, მე არაფერი ვიცი“, – გვითხრა 16 წლის ბიჭის ერთ–ერთმა კლასელმა.

თუმცა, დაპირპისრება აქ არ დასრულება, 16 წლის ბიჭის თანაკლასელს, რომელიც მან სახლიდან იმ საღამოს გამოაცილა, ახალციხის ცენტრალურ პარკთან, დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაუსწორდნენ.

„უკან გაყოლიან, შენც იმისი კლასელი ხარო და საკუთარ სახლთან უცემიათ“, – გვიყვება დაშავებული ბიჭის დედა.

დიდიმამიშვილის ქუჩაზე ნაცემი ბიჭი ამ დრომდე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მას დაზიანებები თავის არეში აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია. ამის შესახებ დაშავებულების მშობლებმა არ იციან, მათ მეგობრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ.

პოლიციას ორი იანვრის ღამეს დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარის შესახებ, ამავე დაშვებული ბიჭის მამამ შეატყობინა. ახალციხის რაიონული სამმართველო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთხ და ხუთ იანვარს პოლიციაში შემთხვევის მონაწილე არაერთი პირი გამოკითხეს, თუმცა, როგორც ქეთვან წამებულის ქუჩაზე დაშავებულის დედა ამბობს, მისი შვილი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს
ახალციხეში  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  17 წლის ბიჭი  დაშავდა
‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
ახალციხეში ნაცემი ქალის საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა