FM97.5 / LIVE

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.01.2019
ორწლიანი პაუზის შემდეგ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელება ისევ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 5 000–დან 10 000–ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობა შეარჩევს.

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა

დღეს, ხუთ იანვარს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვიდეო კონფერენცია გამართა.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება:

• 200 კაცამდე - 5 000 ლარი.

• 400 კაცამდე - 6 000 ლარი.

• 1 000 კაცამდე - 8 000 ლარი.

• 1 000 კაცზე მეტი - 10 000 ლარი.

თანხა მთავრობის მიერ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით დაიხარჯება:

• სასმელი წყლის სისტემები;

• სარწყავი სისტემები;

• სანიაღვრე არხები;

• ნაპირსამაგრი სამუშაოები;

• გზები;

• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

• გარე განათება;

• სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;

• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

• ამბულატორიული შენობები;

• კულტურის ობიექტები;

• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

• სასაფლაოს შემოღობვა;

• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;

• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. კრებები თებერვლის ბოლომდე ჩატარდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

2019 წლიდან 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' აღდგება
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
‘6 000–ად ეზოც ვერ მოასფალტდება' – რას შეიძლება ეყოს 'სოფლის პროგრამის' თანხა
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები ‘სოფლის პროგრამების’ განსახორციელებლად
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო