FM97.5 / LIVE

ბორჯომში ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 05.01.2019
ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალი იხრჩობოდა. იგი ორმა გამვლელმა წყლიდან უვნებელი გამოიყვანა. საქმეზე ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ბორჯომში  ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს

შემთხვევა, ოთხ იანვარს ღამით, დაახლოებით, 00:01 საათზე მოხდა. როგორ აღმოჩნდა ამ დროს, 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი მდინარეში, უცნობია.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ–ერთი ახალგაზრდა ლაშა მურმანიშვილი უყვება, მეგობრებთან ერთად იგი ადიგენიდან, ქალაქ რუსთავში მიდიოდა, როცა მანქანა ახალგაზრდა ქალმა გააჩერებინა და დახმარება სთხოვა: „გვითხრა ჩემი შვილი მტკვარში იხრჩობა და დამეხმარეთო. იმ წამსვე შევცურე წყალში. გოგონა ხან ჩაყვითავდა, ხან ამოვიდოდა, ჩემი მეგორის თევდორე ნოზაძის დახმარებით ძლივს გამოვიყვანეთ. სადაც, ეს ამბავი მოხდა ისეთი ტერიტორიაა რომ თუ არ გადახტი, ან ვინმემ არ ჩაგაგდო წყალში ვერ შეხვალ“.

მისივე თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფსა და საპატრულო პოლიციასაც გამოუძახეს, თუმცა ვიდრე ეკიპაჟები მივიდოდნენ, ახალგაზრდა ქალი უკვე წყლიდან გამოყვანილი იყო.

გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.

შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა
ქალი, რომელიც წყალში, თავის მოკვლის მიზნით გადახტა, საავადმყოფოდან გაწერეს
ასპინძაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი ნახეს
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
მდინარე მტკვარში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
ბორჯომთან ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა