FM97.5 / LIVE

რომელი კატეგორიის მართვის მოწმობებს შეუნარჩუნდება იურიდიული ძალა 2019 წლის მარტამდე

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.01.2019
2014 წლის პირველ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.

რომელი კატეგორიის მართვის მოწმობებს შეუნარჩუნდება იურიდიული ძალა 2019 წლის მარტამდე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

"ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის",–ნათქვამია შსს–ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება
1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგება
2018 წლიდან 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები უნდა განახლდეს
მართვის მოწმობის გასაახლებლად ოთხი დღე დარჩა
გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლამდე გადაიწევს
შსს–ს მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება