FM97.5 / LIVE

ჭელისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
სოფელ ჭელისკენ მიმავალი გზა, სადაც ამ წუთებში მინარეთის დემონტაჟი მიმდინაროებს, გადაკეტილია.

ჭელისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელამდე „სამხრეთის კარიბჭე“ მისვლას ვერ ახერხებს. ჩვენი კორესპონდენტის, თამუნა უჩიძის ინფორმაციით, რამდენიმე საათია სოფელ ზარზმასთან გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები. მათი განცხადებით, გადაკეტილი მონაკვეთიდან ასიოდე მეტრში მოხდა ავარია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და გზა ამის გამო გადაიკეტა. პოლიციის თანამშრომლები ავარიის დეტალებს არ აკონკრეტებენ.

სოფელ ზარზმასთან გაჩერებულია ათობით მანქანა. მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებიც.

„2 საათია გაჩერებული ვართ. ექიმთან ვიყავი, სახლში ვბრუნდებოდი და არ გვიშვებენ. ამბობენ, რომ რაღაც შენობა შენდება და ამიტომაა გზა გადაკეტილიო. არაფერი ვიცით“, - გვითხრა სოფელ ჭელის მცხოვრებმა ზურა ირემაძემ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სცადა გადაკეტილი მონაკვეთი ფეხით გაევლო, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენს კორესპონდენტს გადაადგიულების საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭელიდან მინარეთი გამოიტანეს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელის მცხოვრებლები პოლიციამ დააშინა
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი
ჭელისკენ მიმავალი გადაკეტილი გზა [Photo]
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში ხვალ ჩამოვა
ზარზმასთან 67 წლის კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა