FM97.5 / LIVE

სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 04.01.2019
ნატალია ვლასოვა, რომელიც ახალციხის ქუჩებს ათი წელია გვის, კეთილმოწყობის სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ქალაქს სათანადოდ არ ასუფთავებდა. ყოფილი მეეზოვე კი ამბობს, რომ იმაზე მეტი ფართობის დაგვას სთხოვდნენ, ვიდრე ხელშეკრულებით ეკუთვნოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს

ნატალია ვლასოვა ერთ–ერთია იმ ექვს მეეზოვეს შორის, რომელსაც 31 დეკემბერს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირაკლი კურტანიძე ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მომავალი წლის იანვრიდან აღარ იმუშავებდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ვლასოვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულდება.

ირაკლი კურტანიძეს რომ მეეზოვესთან ამის გამო კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა, ამაზე თავად ვლასოვაც საუბრობს: „ირაკლის სულ პრეტენზია ჰქონდა, ნაგავი ყრიაო. არადა ოთხ უბანს ვგვიდი და 250 ლარს ვიღებდი მხოლოდ. ამ ოთხი უბნიდან ერთ–ერთი „ადინაცატების“ დასახლება იყო, დაღმართის ჩათვლით. სამ დრეში ერთხელ უნდა ამეკრიფა ნაგავი, ჩამოვყვებოდი ხოლმე დაღმართს და ვკრეფდი. ერთ ჯერზე ორ „მეშოკ“ ნაგავს ვაგროვებდი და ყველა მანქანას, ვინც კი ნაგავს გადმოყრიდა, ბუნებრივია, ვერ გავეკიდებოდი“.

ვლასოვა ამბობს, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ასრულებდა, თუმცა ხელმძღვანელ პირებს მასთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ: „ირაკლი კურტანიძეს სულ პრეტენზია ჰქონდა, უნდოდა იმაზე მეტი მეკეთებინა, რაც არ მეკუთვნოდა. ამაზე ვდაობდით ხშირად“.

ყოფილი მეეზოვე ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ: „10 წელი ვმუშაობდი მანდ. იციან რომ ძალიან მიჭირს, ამის გამო ჩემი ერთი შვილი სოციალურმა სამსახურმა მინდობით აღზრდაში გაიყვანა. ამიტომ სასამართლოში უნდა ვიჩივლო, ოღონდ მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ სამსახური მინდა, არამედ იმისთვის რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო“.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასუფთავების უფროსი მეეზოვეებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო მართლაც ხშირად საყვედურობდა.

„რაზე შეიძლება მოუვიდეს კონფლიქტი დასუფთავების სამსახურის უფროსს მეეზოვესთან?! ბუნებრივია, მხოლოდ იმაზე, რომ არ იყო დაგვილი ის ტერიტორია, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. ამის გამო ხშირად იღებდნენ საყვედურს და გაფრთხილებას“, – აცხადებს შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი კობა კურტანიძე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ხშირად ქუჩების ნაწილი დაუგველი იყო, „კეთილმოწყობის“ სამსახურს დასაგველად მობილური ჯგუფები გამოჰყავდა: „იმ მობილურ ჯგუფს თავისი საქმე აქვს საკეთბელი, არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ვიღაცის შეუსრულებელი საქმის გამო, ქუჩები ამათ ვალაგებინოთ“.

როგორც კურტანიძე აცხადებს, წლის ბოლოს, მაშინ როცა ხელშეკრულებებს ვადა გასდიოდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამსახურში ის თანამშრომლები, რომლებიც საქმეს არ აკეთებდნენ, აღარ დაეტოვებინა: „დამთავრდა სახელშეკრულებო წელი და რატომ უნდა ავიყვანო ის თანამშრომელი, რომელიც მასზე დაკსირებულ მოვალეობებს არ ასრულებდა?! ამისი არანაირი ვალდებულება არ მაქვს“.

იურისტის ეკა აბაშიძის თქმით, საქართველოს შრომის კანონდებლობის მიხედვით, ის ვინც სამსახურში 30 თვეზე მეტ ხანს მუშაობს, მასთან უვადო ხელშეკრულებები ფორმდება, ამდენად ის, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და აღარ აგრძელებ, არგუმენტი ვერ იქნება: „რაც შეეხება საყვედურებს, თუ ეს წერილობით არ არის გაფორმებული და მეეზოვეების პირად საქმეში არ არის შეტანილი, მაშინ ასე სიტყვიერად მეც ვიტყვი, რომ „კეთილმოწყობაში“ თავისიანების დასაქმება უნდათ და ამ ხალხს იმიტომ ათავისუფლებენ“.

ახალციხეში, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან ექვსი მეეზოვე 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 61 მეეზოვეა.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ
ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
გათავისუფლებული მუშები: „უნდოდათ დამატებითი სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეგვესრულებინა“
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო