FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.01.2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს, აპარატის უფროსმა კი თანამდებობა დატოვა.

საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ოთხ პოზიციაზე: აპარატის უფროსი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ოთხი პოზიციიდან ორზე, კონკურისის წესით შერჩეული პირები უკვე დანიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ეკატერინე ორჯონიკიძე დაინიშნა. მანამდე იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ორჯონიკიძის დანიშვნამდე თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიცია ქეთევან მიშველაძეს ეკავა. კონკურსის შემდეგ კი მიშველაძე ამავე სამსახურში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა.

ვაკანტური დარჩა რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობდა. რადგან ამ პოზიციაზე, როგორც გუბერნიაში აცხადებენ, კონკურსი ვერ შედგა: „რაც შეეხება აპარატის უფროსის კანდიდატურას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.

გუბერნიაში აპარატის უფროსი არჩილ ღაღანიძე იყო. იგი კონკურსის წესით აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებში საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.03.2019 ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

24.03.2019 ’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის წინააღმდეგ

23.03.2019 ახალციხელმა სამბოისტმა მოსკოვში ოქროს მედალი მოიპოვა

23.03.2019 ახალციხელი სამბოისტი მოსკოვში მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში