FM97.5 / LIVE

'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.01.2019
"ქართულმა ოცნებამ" ბორჯომისა და ასპინძის მაჟრიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, სამ იანვარს, თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა

"ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან. შესაბამისად, მე ვეღარანაირ თანამდებობას დავიკავებ კომიტეტში. მე გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა ის, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს", — აცხადებს ფოფხაძე და ამატებს, რომ დეტალებზე ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ღია დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" 27 დეკემბერს დაიწყო, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ
ხმაური და დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა
დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
მარიკა ჩიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა