FM97.5 / LIVE

'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 28.12.2018
როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გასულ 2018 წელს, რითი გამოირჩეოდა ეს წალი როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში

2018 წლის შეფასებისას თითქმის ყველა არასამთავორბო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქცენტს საპრეზიდენტო არჩევნებზე აკეთებს.

„დაძაბული არჩევნები იყო. ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი არჩევნები აღარ ჩატარდეს. ადამიანები აგრესიას ერთმანეთის მიმართ არა მხოლოდ პირადად, სოციალურ ქსელებშიც გამოხატვდნენ, რაც ძალიან ცუდია“, – ამბობს ასოციაცი „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

მისი თქმით, ცუდია, რომ ქვეყანაში არ მცირდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანების რიცხვი: „ამ მხრივ ვითარება არც 2018 წელს შეცვლილა და ეს კარგად დამანახა სოცლაური კარადის დადგმამ ჩვენ ოფისთან“.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მომავალ წელს ყურადღება უნდა გამახვილდეს თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საკითხია: „ჩვენ არ გვაქვს რეალური დეცენტრალიზაცია. ჯერ ყველაფერი ისევ ცენტრიდან იმართება. ყველა ბრძანება თბილისიდან არ უნდა მოდიოდეს და ყველა გადაწყვეტილებას ხუთი ადამიანი ცენტრში არ უნდა იღებდეს“.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელს გია ანდღულაძეს მიაჩნია, რომ „მიმდინარე წელს კვლავ დეცენტრალიზაციის დოკუმენტზე მიბრუნება“ ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია: „კარგია, რომ ისევ დაიწყო დეცენტრალიზაციაზე ფიქრი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს უკვე მეორე მცდელობაა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის. იმედი, მაქვს, რომ ამ ხელისულფების პირობებში ეს საკითხი ბოლომდე მივა“.

ანდღულაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სწრაფი რეფორმებია ჩასატარებელი: „ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის პროცესების დაჩქარებაა საჭირო. დეცენტრალიზაციის პროგრამა თუ განხორციელდა, იმედი მაქვს, რომ რაღაცეები რადიკალურად შეიცვლება, თვითმმართველობას მეტი თანხა და ქონება ექნება, რაც ავტომატურად გამოიწვევს რეგიონის და ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას“.

„ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ ხელმძღვანელის დალი აღდგომელაძის განცხადებით, ჯავახეთისთვის 2018 წელს არაფერი შეცვლილა: „ამ წელს განსაკუთრებით მძიმე საარჩევნო პერიოდი იყო, მოსახლეობა გაიყო რამდენიმე ნაწილად, თითქოს დაუპისიპირდნენ ერთმანეთს. მაგრამ კარგია ის, რომ პრეზიდენტი ქალი გახდა. იმედი მაქვს, რომ ის უფრო სიფრთხილით განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ყოველ შემთხვევაში ცუდს არ ველოდები. ვფიქრობ საერთაშორისო ასპარეზზეც წინ თუ არ წავიწევთ, უკანაც არ დავიხევთ“.

„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლის მზია ინასარიძის განმარტებით, 2018 წელს ახალგაზრდების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: „2018 წელი ჩვენთვის,როგორც ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა დაიწყეს რეგიონში სამთავრობო დონეზე. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი ამ კუთხით უკეთესი იქნება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორი იყო 2019 წელი პოლიტიკურად - მესამე სექტორის შეფასებები
როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს
როგორ აფასებენ 2018 წელს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში
გვინდა თუ გვჭირდება  დეცენტრალიზაცია
წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ

როსტომ მაგრაქველიძე: 'იმედი მაქვს საღამომდე ასეთი მშვიდი ვითარება იქნება'

როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები