FM97.5 / LIVE

20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
20 წელიწადია ახალქალაქში მცხოვრები რიმა მურადიანი საცხოვრებელი ბინის დაკანონებას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ. საქმე მის სასარგებლოდ ვერც ადგილობრივი ხელისუფლებაში და ვერც სასამართლოში მიმართვის შედეგად ვერ გადაწყდა.

20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად
„ვინ არის ისეთი, რომ ბინა წაგვართვას“, - ამ შემართებით რიმა მურადიანმა ბინის დასაკანონებლად „ბრძოლა“ ორი ათეული წლის წინ დაიწყო და დღემდე აგრძელებს. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ყველა შესაძლებლობა ამოწურა და მისი ერთადერთი იმედი, ჟურნალისტების დახმარებაა.

ვინ და რატომ გადასცა მურადიანს ახალი ბინის ორდერი

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მურადიანი ყოფილი სამხედრო დასახლების ბინაში ცხოვრობს. თუმცა, რადგან მისი ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, ახალქალაქის ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ მისი სხვა ბინაში შესახლება გადაწყვიტა. ორდერი, მურადიანმა, 1993 წელს მიიღო, მაგრამ საცხოვრებელში მაშინვე არ გადასულა. მისი თქმით, იმ ბინაში ჯერ კიდევ ცხოვრობდა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, რომლებიც მალე რუსეთში უნდა გადასახლებულიყვნენ და ოროთახიანი ბინა მისთვის დაეტოვებინათ. თუმცა, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის მიერ ბინის გათავისუფლებისთანავე იქ სხვა ადამიანები დასახლდნენ. ამ ოჯახთან მურადიანს დღემდე დავა აქვს.

ამ ეტაპზე მურადიანს ორი ბინა აქვს, ერთი, რომელშიც ცხოვრობს და სადაცაა თავზე ჩამოენგრევა და მეორე, რომელშიც დღემდე ვერ შესახლდა. გაფორმებული არც ის ბინა აქვს, სადაც ამჟამად ცხოვრობს.

„იმ ოჯახს, რომელთანააც დავა მაქვს, ჩემი ბინის გვერდზე 3-ოთახიანი ბინა აქვთ და ამ ორივეს გაერთიანება უნდათ. გამგეობაში ვიტალი ტოროსიანმა მითხრა, რომ სასამართლოს 100-ჯერაც რომ მივმართო, მაინც არ მოცემენ. მინდა გავიგო, რატომ არ უნდათ ჩემთვის ბინის მოცემა. ბინის უკანონოდ გახსნა და შესვლა არ შემიძლია“, - ამბობს მურადიანი.

ფართების დანაწილება ყოფილ სამხედრო დასახლებაში

ახალქალაქში ყოფილი სამხედრო ბაზის დახურვის შემდეგ, ბინები ადგილობრივებმა თვითნებურად დაინაწილეს.

მოგვიანებით, საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთო. აქ გვიხსნიან, რომ ბინები მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაუმტკიცეს, ვისაც ორდერები და ბინის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ჰქონდათ. დანარჩენი ფართი საჭიროების მქონე ოჯახებზე უნდა განაწილებულიყო.

20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად

ბრძოლა ბინის დასაკანონებლად

რიმა მურადიანი ბინის დასაკანონებლად წლების განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა საჯარო პირებსა და ინსტანციებს. თუმცა, ვერც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვამ უშველა და ვერც სასამართლოში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში მიმართვა აღმოჩნდა შედეგიანი.

„ამ ბინაში შვიდი წელია საერთოდ სხვა ადამიანი ცხორობს. ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და მაშინ ვნახეთ, რომ აღნიშნულ ბინაში ამ ადამიანის ოჯახია დასახლებული“, - განმარტავს ყოფილი სამხედრო დასახლების საბინაო საკითხების კომისიის წევრი არუთ ალექსანიანი.

მისი თქმით, რიმა მურადიანმა გადააცილა ორდერში აღშნიშნულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ბინაში უნდა შესახლებულიყო.

„როგორც იგი ამბობს, იყო ვიღაც ფინანსისტი, სამხედრო მოსამსახურე, როდესაც ქალბატონ რიმას ორდერი მისცეს, ამ ადამიანმა სთხოვა, რომ გარკვეულ ხანს დარჩებოდა ბინაში და სახლი ბოლოს მაინც მას „ერგებოდა“. ამ სახლში საერთოდ არ ყოფილა და არც რაიმე კავშირი აქვს. ორდერში წერია 12-15 დღე, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ბინაში ამ ვადის განმავლობაში უნდა შესახლებულიყო. თუ ამ ვადის განმავლობაში ადამიანი არ შევიდა, ორდერი კანონიერებას კარგავს“, - განმარტავს არუთ ალექსანიანი.

რა დოკუმენტის საფუძველზე უკავია აღნიშნული ბინა სხვა ოჯახს, ამის გარკვევა „სამხრეთის კარიბჭემაც“ სცადა. თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გამოსავალი

არუთ ალექსანიანი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მურადიანს მხოლოდ ის ბინა დაუკანონონ, რომელშიც ამჟმად ცხოვრობს, თუმცა, ვერ ქალბატონი უარზეა.

უარის მოტივად მურადიანი ბინის მდგომარეობას ასახელებს. მისი თქმით, პირველ სართულზე მდებარე ოროთახიან ბინაში სინათლე არ აღწევს, სამზარეულო და სველი წერტილი საშინელ მდგომარეობაშია, ზამთარში კი ოთახებს ვერ ათბობს.

„მთავრობას მივმართე, მოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ამ ბინაში ერთ ადამიანსაც არ შემოუდგამს ფეხი. დღეს გადავალ მეორე ბინაში, ხვალ გადავალ და დავტოვე ასეთ მდგომარეობაში. ზამთარში სულ ღუმელის გვერდით უნდა იყო, რომ არ ჩაქრეს. თუ ჩაქრა, ყველაფერი მომენტალურად იყინება. უკვე გული მიკანკალებს, რომ ისევ ზამთარი და თოვლი მოდის. ზაფხულში ეზოში მაინც გამოვდივარ გასათბობად. სახლში სინესტეა, სარდაფიდან ვირთხები და თაგვები მოძვრებიან“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მისი ერთადერთი იმედი ახლა ჩვენ ვართ, რადგან დამაკმაყოფილებელ პასუხს ვესრად აძლევენ და მისი ბინის საკითხი ჰაერში გამოკიდებული რჩება.

20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ბინების პრივატიზაცია გაგრძელდა
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო
ცხრა აპრილის ქუჩაზე ბინის გატეხვის მცდელობის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს
ბორჯომელებს საკუთარი სახლები მოენატრათ
ბინა, რომელშიც გაზმა გაჟონა, ამ დრომდე დალუქული იყო
როგორ უნდა იპოვოთ სასურველი ბინა ათ წუთში [R]