FM97.5 / LIVE

საჩუქარი მატარებლის მგზავრებს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.12.2018
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა "არტანუჯისა" და "ინტელექტის" წიგნები განთავსდა.

საჩუქარი მატარებლის მგზავრებს [R]

რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ", "სისტეამ", "გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი", "ილიაუნის გამომცემლობამ", "წიგნები ბათუმში" და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას.

"მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთის მხრივ წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი ეს ის რკინიგზის სადგურებია სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის", - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი.

"ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს. შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად განვაახლებთ როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით - აცხადებს ზვიად კვარაცხელია გამომცემლობა "ინტელექტისა" და "არტანუჯის" მთავარი რედაქტორი.

სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ!

საჩუქარი მატარებლის მგზავრებს [R]

საჩუქარი მატარებლის მგზავრებს [R]


19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

19.03.2019 საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

18.03.2019 აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
მუსხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადასცეს
ახალციხეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
‘ცოცხალი წიგნები’ – თანამედროვე მწერლები ახალციხეში