FM97.5 / LIVE

საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.12.2018
ახალციხეში, 31 დეკემბრის ღამეს, რესტორნები სტუმრებს სხვადასხვა პროგრამას სთავაზობენ. მაგიდის ფასები 25 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს.

საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში

ახალციხის რესტორნების ნაწილში თბილისიდან მოწვეული მომღერლები, ასევე, საცეკვაო ჯგუფები სხვადასხვა ნომერს შეასრულებენ. იქნება პრიზების გათამაშება და ფოერვერკი.

ახალციხის ციხეზე, რესტორან „რაბათში“ საახალწლო პროგრამა, 31 დეკემბრს 11:00 საათიდან იწყება და 04:00 საათზე სრულდება. აქ ორი სახის მენიუ აქვთ, 40–ლარიანი და 60–ლარიანი. „რაბათში“ კოკერა, ანიტა სებუა და სოფიო მაისურაძე იმღერებენ. პროგრამაში შედის ილუზიონისტის ნომრებიც.

„საახალწლო სუფრაზე გვექნება ის ყველაფერი, რაც ტრადიციულად ყველა ოჯახშია. 40 და 60 ლარიან მენიუებს შორის განსხვავება ისაა, რომ 60 ლარიანში გოჭის ხორცი შედის, 40–იანში კი არა“, – ამბობენ რესტორან „რაბათში“.

რესტორან „იმერეთში“ საახალწლო პროგრამა 23:00 საათზე დაიწყება. აქ voice-ს ვარსკვლავი ანი ღონღაძე იმღერებს. ასევე, ანსამბლი „ლომსია“ ქართულ ნაციონალურ და სამეჯლისო ცეკვებს შეასრულებს. საღამოს ეყოლება წამყვანები, ასევე იქნება გასართობი პროგრამები. „იმერეთში“ მაგიდის დაჯავშნა 50 ლარი ღირს.

რესტორანი „ალავერდი“ 31 დეკემბერის, ღამეს, 22:00 საათიდან სტუმრებს საახალწლო თეატრალურ შოუს წარმოუდგენენ. იმღერებს ბენდი M-farbrik–ი, მოწვეულები არიან ასევე, ლათინო–ამერიკული ცეკვების ოსტატები. სტუმრების განწყობაზე თოვლის პაპა და „სნეგურაჩკა“ იზრუნებენ. „ალავერდში“ არის, როგორც 50 ლარიანი, ასევე, 70 ლარიანი მენიუ. რესტორანში ამბობენ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები შეასრულებენ სხვადასხვა ნომერს ახალი წლის საღამოს რესტორან „ბონა დეაში“. აქ საახალწლო პროგრამა 23:00 საათზე დიაწყება. გათამაშდება პრიზები. რესტორანში ამბობენ, რომ ერთი პერსონას "ბონა დეაში" საღამოს გატარება 35 ლარი დაუჯდება.

რესტორან „ემიგრანტში“ ახალი წლის ღამეს მოწვეული მომღერლები იმღერებენ, ასევ სხვადასხვა ქართულ ცეკვას შეასრულებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხეთი“. პროგრამა 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამე გაგრძელდება. გათამაშდება პრიზები, მათ შორის ფასდაკლების ბარათები.
„ემიგრანტში“ მენიუს ღირებულება 35–50 ლარია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამ დროისთვის დარჩენილი მხოლოდ სამი მაგიდაა.

საახალწლო პროგრამა რესტორან „ტყუპებში „ 31 დეკემბერის ღამეს 22:00 საათზე იწყება. რესტორანში საღამოს მოწვეული მსახიობი წაიყვანს, რომელიც ასევე, პრიზებს გაათამაშებს. იცეკვებენ ანსამბლ „მესხეთის“ მოცეკვავეები. მენიუს ღირებულება 25 ლარიდან იწყება და მაქსიმალური თანხა 40 ლარია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება