FM97.5 / LIVE

ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.12.2018
ახალციხის მერის განცხადებით, შსს–მ ტერიტორია, რომელიც 1990–იან წლებში სასაზღვრო ჯარს ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს გადასცა. ამ ადგილის გადმოცემას მერია შვიდი წელი ითხოვდა.

ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასაზღვრო ჯარის ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტს ის ნაწილი გადაეცა, სადაც 1990–იან წლებში კლუბის და სასადილოს შენობები იყო განთავსებული.

„მომავალ წელს რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია მოესწრება, ასევე მომზადდება საპროექტო სამუშაოები. უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობებიდან ერთში საბავშვო ბაღი, მეორეში ახალგაზრდული ცენტრი, კინოთეათრი და სპორტული კომპლექსი გაკეთდება. ასევე მოეწყობა გასართობი პარკიც“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქალაქში, სხვა სამხედრო დასახლებებში მდებარე კორპუსების გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით.

„მართალია დროში გაგვეწელა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოფილ სამხედრო დასახლებებში ბინების პრივატიზების საკითხი. გვინდოდა 2018 წლის ბოლომდე მოგვეგვარებინა ეს, თუმცა მათ ვისაც საკუთრების ყველა დოკუმენტი მზად აქვს, ბინებს 2019 წელს მიიღებენ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

დაპირება სამხედრო დასახლებებში ბინების პრივატიზების შესახებ ახალციხის მერმა და რეგიონის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე მისცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ე.წ პაგრანატრიადის ტერიტორიის გადმოცემას შვიდი წელია ითხოვს, გასულ წელს შსს–მ ადგილის გადმოცემაზე მუნიციპალიტეტს უარი უთხრა, უწყებაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია შსს სასაზღვრო პოლიციას სჭირდებოდა.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ტერიტორიის გადმოცემაში მნიშვნელოვანი წვლილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა შეიტანა.

ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე
ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ავარიული შენობების დემონტაჟს GIZ–ი დააფინანსებს
რა კეთდება ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს
2019 წელს ახალციხეში ორი საბავშვო ბაღი აშენდება
თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ