FM97.5 / LIVE

როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში მერები ერთწლიან მუშაობას

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.12.2018
რა მიაჩნიათ მთავარ მიღწევად სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს და რა რჩება დღემდე გამოწვევად რეგიონისთვის. თვითმმართველობის პირველი პირები, გარდა ბორჯომის მერისა, ერთწლიან მუშაობას აფასებენ.

როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში მერები ერთწლიან მუშაობას

სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში 2018 წლის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, ხუთივე მერი ამბობს, რომ წლის გეგმა შეასრულეს. მათი მთავარი გამოწვევა მომავალი წლისთვის მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და მუნიციპალიტეტებში ტურიზმის განვითარებაა.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ 2018 წელი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკება რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების გადმოცემასთან დაკავშირებით, დადებითად გადაწყდა. ამიტომ მომავალ წელს ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, გაკეთდება კინოთეატრი, საბავშვო ბაღი და სპორტული კომპლექსი: „ამ დასახლებაში ფართი დიდია, მის რეაბილიტაციას მომავალ წელს სულ ვერ მოვასწრებთ, მაგრამ მომზადდება პროექტები, ნაწილი შენობები კი გარემონტდება“.

მისი თქმით, მომავალი წლისთვის განსაკუთრებული ყურადღება სპორტული ინფრასტრუტურის მოწყობას, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩების მოწესრიგებას დაეთმობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე საბავშვო ბაღს, ივანე ახალციხელისა და ბაგინაშვილი–სამსონიძის ქუჩებზე გაკეთდება კანალიზაცია: „ბიუჯეტი 1 450 000 ლარით გავზარდეთ. ქვეყნის მასშტაბით ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქალი პრეზიდენტი ავირჩიეთ“.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემების მოწერსიგებაა. რაც შეეხება ხუთ სოფლის გასარწყავიანების პროექტს, რომელიც სოფელ ურავლეში მცხოვრებლების პროტესტით ჩავარდა, მელიქიძე იმედოვნებს, რომ მომავალ წელს განახორციელებენ: „დამატებითი კვლევები ჩავატარეთ, ამიტომ მოსახლეობის უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ დებეტი მცირეა და სოფლიდან წყლის მდინარეს დააშრობს, ეჭვქვეშ აღარ დადგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ დონორებს ვესაუბრეთ და გადავწიეთ მომავალი წლისთვის“.

ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარებულია, მუნიციპალიტეტში ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია: „2018 წელი შედეგიანი იყო ასპინძისთვის. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველაფერი შესრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტებიც და კულტურული ღონისძიებებიც. მომავალ წელს ჩვენი პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, ასევე სპორტი, ხელოვნება, სოციალური პროგრამები, წყალმომარაგება და ბუნებრივი აირი. გვინდა, რომ ყველა სოფელში შევიდეს გაზი და ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“.

მისი თქმით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი: „მოწესრიგდა გადასახადების ამოღების საკითხი. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ კიდევ გაიზრდება ჩვენი შემოსავლები. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ტურისტული კუთხით, ვიზიტორთა რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვანის ქვაბების კომპლექსს და ხერთვისის ციხეს, საიდანაც შემოსავლები მომავალი წლიდან ჩვენც დაგვრჩება“.

ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე 2018 წლის შეჯამებისას განსაკუთრებულ აქცენტს აბასთუმანში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აკეთებს. მისი თქმით, ეს გაზრდის მუნიციპალიტეტში ტურისტების და დამსვენებლების რაოდენობას, რაც მომავალი წლის ბიუჯეტზე საგრძნობლად აისახება: „აბასთუმანში კეთდება ობსერვატორია, ახალი საბაგირო, რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ სახლებს, შენდება ახალი ტუბსაავადმყოფო და სამედიცინო ცენტრი. ასევე, ჩაიდო კერძო ინვესტიციაც, აღობილში შენდება თანამედროვე სასტუმრო. აქ ნებისმიერი აქტივობა, ადიგენის ბიუჯეტის ზრდაზე აისახება, წელს კი 730 000 ლარით ჭარბი ბიუჯეტი გვაქვს“.

ადიგენის მერი ამბობს, რომ წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა: „57 დასახლებული პუნქტიდან სასმელი წყლი ყველგან მივიყვანეთ, რაც შეეხება დაქსელვას, ეს ჯერ გამოწვევად რჩება. თითქმის ყველა სოფლამდე მივიყვანეთ გზებიც“, – ამბობს ენდელაძე და ამატებს, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მთავარი საკითხი უღელტეხილებზე გზების მოწყობაა – „საკმაროდ თამამი გადაწყვეტილება აქვს ხელისუფლებას მიღებული, უკვე დაპროექტებულია ზეკარის უღელტეხილი. ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, სომხეთის საზღვარიდან ერთ საათში იქნება კოპიტნარის აეროპორტში სომხეთის მოქალაქე. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, ვფიქრობთ აქაც გაზაფხულზე დაიწყება სამუშაოები. მას შემდეგ, რაც ეს ორი უღელტეხილი გაიხსნება, ადიგენის მუნიციპალიტეტში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური აღმავლობა“.

ადიგენის პირველი პირის განმარტებით 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი 4 007 000 ლარი იყო, 2019 წელისთვის კი 5 087 000 ლარამდე გაიზარდა.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, დღემდე პრობლემად რჩება სოფლებამდე მისასვლელი გზა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ერთადერთი ქალი მერი მთელ საქართველოში ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა მისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ აქტივობებში ქალების ჩართვა, ასევე ნინოწმინდაში მეტი ტურისტის მოზიდვაა: „ჩვენთან ბევრი და ძალიან ლამაზი ტბებია, გვინდა ამ კუთხით მეტი ვიმუშაოთ, დავაინტერესოთ ტურისტები და შევადგინოთ ტურისტული მარშრუტი იმის შესახებ, თუ რის ნახვას შეძლებენ ჯავახეთში ისინი“.

ნინოწმინდის ბიუჯეტი 2019 წელს 8 500 000 ლარით დამტკიცდა: „აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, ვგეგმავთ რამდენიმე სოფელში ბაღის რეაბილიტაციას, ასევე გზების მოასფალტებას“.

მიმდინარე წელს მუნიიცპალიტეტის მუშაობით უკმაყოფილო არ არის ახალქალაქის მერი იური უნანიანი, თუმცა ფიქრობს, რომ იმაზე მეტია გასაკეთებელი ვიდრე წელს გაკეთდა: „ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სოფლებამდე მისასვლელი გზები, ასევე სოფლებში არაა სასმელი წყალი. ეს არის რიგით პირველი გამოწვევა 2019 წლისთვის“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ლიპარტიასთან გასაუბრება ვერ შევძელით, ისევე როგორც მთელი წლის განმავლობაში, მან „სამხრეთის კარიბჭის“ ზარებს არც ამჯერად უპასუხა. ლიპარტია რეგიონის მასშტაბით ერთადერთი მერია, რომელიც ჟურნალისტებთან არასდროს ჩნდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საჯარო მოხელეებს 2016 წელი ეამაყებათ
სამცხე–ჯავახეთის  თვითმმართველობები ‘ტაოს’ დაფინანსებას უზრდიან
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია