FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 26.12.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსების მითვისების დახმარებაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო ყალბი დოკუმენტის დამზადებაში გაამტყუნა.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს

ცხრათვიანი განხილვის შემდეგ ხალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა განაჩენი დღეს, 26 დეკემბერს, გამოიტანა. მან ახალციხეში, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი იმ მუხლში გაამართლა, რომლის მიხედვითაც გამოძიება მას სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსური სახსრების მითვისებაში ედავებოდა. ხოლო, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში სასამართლომ პეტაშვილი დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც, თამაზ პეტაშვილის ადვოკატი დავით მუმლაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, ორივე მუხლში გამამართლებელი განაჩენს ელოდნენ, ამიტომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ: „დოკუმენტების გაყალბების ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო და ველოდით კიდეც, ამიტომ ზემდგომ ინსტანციაში მაინც დავადგენთ ჩვენს სიმართლეს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა. მათ შორის იყო თამაზ პეტაშვილიც. აღნიშნულ ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულებდა. საქმის მასალების მიხედვით, ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით და 182 მუხლით ედებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

26.05.2020 არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

26.05.2020 Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეს სააპელაციოში პროკურატურაც ასაჩივრებს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს