FM97.5 / LIVE

ბორჯომში ბიუჯეტი ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დაამტკიცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.12.2018
ბორჯომის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიებიდან სხდომას მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები დაესწრნენ, დანარჩენებმა კი წლის მთავარი დოკუმენტის დამკტიცებაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს.

ბორჯომში ბიუჯეტი ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დაამტკიცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 300 000 ლარით დღეს, 26 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა. სხდომას 28 დეპუტატიდან 18 ესწრებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რისთვისაც ბიუჯეტიდან შვიდ მილიონზე მეტი დაიხარჯება. თანხის დიდი ნაწილი სკვერებისა და სტადიონების მშენებლობა–რეაბილიტაციას მოხმარდება. ასევე, ბორჯომის ბიუჯეტის მიხედვით, მომავალი წლის პრიორიტეტია სოციალურ პროგრამებიც. ამისთვის მერიას გაწერილი 700 000 ლარი აქვს.

„სოციალური მომსახურების ყველა მუხლში გავაორმაგეთ დაფინანსებები, მათ შორის მედიკამენტურ დახმარებებზე და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზე დადებითად აისახება“,–განმარტავს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ამატებს, რომ „მომავალი წლის ბიუჯეტიდან მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებიც დაფინანსდებიან, ახალგაზრდების წახალისება დეპუტატების მთხოვნა იყო და გავითვალისწინეთ“.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას, ოპოზიციური პარტიებიდან, მხოლოდ ერთი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ესწრებოდნენ. რაც შეეხებათ „ლეიბორისტული,“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, ისინი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან.

„ბოიკოტი გამოვაცხადეთ! იმიტომ რომ არასოდეს ვართ ინფორმირებული მაგითი სხდომების შესახებ, არც ბიუჯეტის პროექტები გადმოგვგზავნეს და არც ბიუროს სხდომებზე დაგვიძახეს“, – გვითხრა საკრებულოში „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გიუაშვილმა.
იგივეს აცხადებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„რომელ დეტალებზეა საუბარი?! ზოგადი ინფორმაცია აქვთ გამოქვეყნებული ვებ–გვერდზე და გვეუბნებიან ეგ წაიკითხეთო, დეპუტატი ვარ, რატომ არ უნდა ვითხოვდე რაღაცეების დაზუსტებას?! ამიტომ არ დავესწარით სხდომას“, – გვითხრა ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძემ.

ოპოზიციური დეპუტატების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი: „მაგათ უბრალოდ არ აინტერესებთ ბიუჯეტი და ეგ არის, ყველას ტელეფონით, ესემესებით, თუ ელექტრონულად ეგზავნებათ ყველა ინფორმაცია. არც ბიუროებს ესწრებიან, არც განხილვებს და რაზე გველაპარაკებიან საერთოდ?!“

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტები უკვე დაამტკიცეს ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქლაქის მუნიციპალიტეტებმაც, ხოლო ახალციხე ბიუჯეტის პროექტს დღეს,26 დეკემბერს, დაამტკიცებს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
ბორჯომისა და ასპინძის საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვენ