FM97.5 / LIVE

რა ღირს დასვენება აბასთუმანში

მთავარიეკონომიკა 12.08.2013
აბასთუმანში საკურორტო სეზონის დასრულებამდე ერთი თვე რჩება. რა ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ აბასთუმანში და რა გასართობი საშუალებებია კურორტში.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში

კერძო ბინაში დასვენების ფასები

ბათუმელი ალლა ბერიძე აბასთუმანში პირველად სამი წლის წინ იყო. ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობაზე აბასთუმნის ჰაერი დადებითად აისახა, ამიტომ, ჩამოსვლა წელსაც გადაწყვიტა.

„ბინის ქირას ღამეში 50 ლარს ვიხდით, ვფიქრობ რომ ფასის შესაბამისი კომფორტი არ არის აბასთუმანში. პირველად სამი წლის წინ ვიყავით აქ და ეს დრო ცოტა არ არის იმისათვის , რომ გაცილებით უკეთ მოეწყოთ აბასთუმანი, ფასები კი გაორმაგებულია“,- ამბობს ბერიძე.

კურორტ აბასთუმანში კერძო ბინაში ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება და 100-120 ლარამდე ადის. სასტუმროებში ფასები 25 ლარიდან 85 ლარამდე მერყეობს.

აბასთუმნელ გულნარა ბაბაჯანიანს ბინა ღამეში 30 ლარად აქვს გაქირავებული.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში„თბილი და ცხელი წყალი მაქვს და ამიტომ ვაქირავებ ამ ფასად, რადგან ერთი თვით უნდოდა ცოტა დავუკელი. როდესაც დამსვენებელს რამდენიმე დღით უნდა, ფასი შედარებით ძვირია. ყველანაირი კომფორტი მაქვს მაცივარი, სარეცხი მანქანა“, - ამბობს ბაბაჯანიანი.

კერძო ბინის ან ოთახის ქირაობა შედარებით დაბალ ფასადაც არის შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში კომფორტი შედარებით ნაკლებია.

„10 ლარს ვიხდი ღამეში. ყველა პირობა არის აქ. როგორც გინდა ისე დაისვენებ. ვისაც უკეთესი პირობები უნდა, შედარებით მეტს გადაიხდის, მე ამ მხრივ საწუწუნო არ მაქვს. პროდუქტების წამოღებაც არ დამჭირდა, აქ კარგი ფასებია“, - ამბობს ზესტაფონელი ლია თუთარაშვილი.

სასტუმროების ფასები

ამ ეტაპზე კურორტში სამი სასტუმრო და ორი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.

სასტუმრო „ივერიაში“ ერთი ღამის გათევა ერთი ადამიანისთვის 20-25 ლარი ღირს. სამჯერადი კვებით 45-50 ლარი. ფასები იმის მიხედვით განისაზღვრება, ოთახს აივანი აქვს თუ არა.

სასტუმროს მენეჯერის ნატალია ველიჯანაშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, დამსვენებელის რაოდენობა წელს ნაკლებია.

„სულ რამდენიმე ოთახი ოთახია დაკავებული, ძალიან ცოტა ხალხია, არამარტო ჩვენს სასტუმროში, არამედ მთელს აბასთუმანში. ხალხი ბინის გაქირავებით ცხოვრობს, ამიტომ ეს ძალიან ცუდად აისახება კურორტზე“, - ამბობს ველიჯანაშვილი.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
ერთი ადამიანისთვის, ერთი ღამე, კვებით, 70 ლარი ღირს აბანოების გვერდით მდებარე სასტუმროში. შეღავათებია ბავშვებზე, ამ შემთხვევაში, ფასი ნახევრდება.

„გვაქვს ოჯახის ტიპის სასტუმრო და სასტუმრო, რომელიც ახალი აშენებულია და სახელი ჯერ არ აქვს. სასტუმროში ამ დროისთვის 4 ოთახია დაკავებული, საოჯახო სასტუმროში კი - 3. ფასები აქაც იგივეა, რადგან დიდი ოთახებია“, - ამბობს სასტუმროების მენეჯერი ნინო მეგენეიშვილი.

„ბინების გაქირავებისა და ყიდვა -გაყიდვის სააგენტო“

დამსვენებელს ბინის დაქირავება ან ყიდვა „ბინების გაქირავებისა და ყიდვა -გაყიდვის სააგენტოს“ საშუალებით შეუძლია. სააგენტო დაბა აბასთუმანში ორი წელია რაც დაარსდა.

„ჩვენს მოვალეობაში შედის ჩამოსული სტუმარი დავაბინაოთ და მოვემსახუროთ მათთვის ხელსაყრელ ფასად. გვაქვს ფართო არჩევანი, როგორც სასტუმროების, ასევე კერძო ბინების“, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჭაღიაშვილი.

როგორც ჭაღიაშვილი განმარტავს, ეს მომსახურება დამსვენებლისთვის უფასოა: “ჩვენი თანამშრომელი მსურველს რამდენიმე ბინას აჩვენებს. მომსახურების თანხას დამსვენებელი არ იხდის, თანხის გადახდა სასტუმროს მეპატრონეს ევალება“.

რა არ მოსწონთ დამსვენებლებს აბასთუმანში

დამსვენებლების ნაწილი ამბობს, რომ კურორტზე პირობები არ არის. ბათუმელი ეთერ დიასამიძე ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ კურორტმა მეტი დამსვენებელი მოიზიდოს, აუცილებელია შენობების რეაბილიტაცია და გასართობი პარკების მოწყობა.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში„მეათე წელია დავდივართ აბასთუმანში, ჰაერი კარგია, მაგრამ გასართობი არც დიდებისთვის და არც პატარებისთვის არაფერი არ არის. ვისია აბასთუმანი?! ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება ვინმემ, ეს იქნება კერძო სექტორი თუ სახელმწიფო. პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ვინმემ?! ბინაში 35 ლარს ვიხდით, გვაქვს ყველანაირი პირობა, მაგრამ არ გვაქვს გართობა“, - ამბობს იგი.

დამსვენებლებისგან განსხვავებით, აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე ელენე ბალახაშივილი დაბაში პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს: „გასულ წლებთან შედარებით პირობები გაუმჯობესდა, მოსახლოებას პირუტყვი აღარ ჰყავს, სისუფთავეა. რატომ არიან უკმაყოფილოები ვერ გამიგია, მთავარია სუფთა ჰაერზე იარო, თორემ დასაძინებლად ყველგან კარგი პირობებია“.

რითი შეუძლიათ დამსვენებლებს გართობა

აბასთუმანის პარკში მოსეირნე დამსვენებლების უმეტესობა ბავშვია. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პატარებს გართობა შეუძლიათ.

პარკის ერთ მხარეს ადგილობრივები ცხენებს აქირავებენ, ერთი წრე მსურველს ერთი ლარი უჯდება.

„დამსვენებელს ცხენზე ჯდომას ვასწავლით. 9 წელიწადია ყოველ აგვისტოს თვეში ვემსახურებით დამსვენებელს. წინა წელთან შედარებიც წელს ცოტა ხალხია და მსურველიც შედარებით ნაკლებია“, - ამბობს აბასთუმნელი ნუგზარ ათოშვილი.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
ცხენების გარდა მსურველებს აბასთუმნის პარკში ველოსიპედებითა და კვადროციკლებით სეირნობაც შეუძლიათ.
დავით ჭაღიაშვილი გასართობი საშუალებების ერთერთი მფლობელია. როგორც იგი ამბობს, კვადროციკლით გასეირნება ერთი წრე 2 ლარი ღირს, ხოლო ველოსიპედით სეირნობა ერთი საათი 5 ლარი.

„გვაქვს ბატუტიც, რომლის ღირებულება ერთი წუთი 1 ლარია, სამაგიდო ჩოგბურთი კი ერთი საათი 5 ლარი. მსურველს შეუძლია ნაკლები გადაიხადოს და შესაბამისად ნაკლები დრო ითამაშოს“, - ამბობს ჭაღიაშვილი.

კურორტზე დამსვენებელს ცურვის სწავლაც შეუძლია. აბასთუმნის აბანოებში ერთი ადამიანისთვის საათნახევარი 5 ლარი ღირს.

12 წლის თამუნა დემეტრაშვილი აბასთუმანში რუსთავიდან შვიდი დღის წინ ჩამოვიდა.

„კარგად ვერთობი, გოგირდის აბანოებში დავდივარ, ვსეირნობ ცხენებით, დავათვალიერე ობსერვატორია. მომწონს აქაურობა და ბებოს ვთხოვ მომავალ წელსაც აქ ჩამომიყვანოს დასასვენებლად“,- ამბობს იგი.

რისი ყიდვა შეიძლება კურორტის ქუჩებში

პარკის შესასვლელში ადგილობრივებს ხილი და სხვადასხვა სახის ტკბილეული აქვთ გამოტანილი გასაყიდად.
ჩურჩხელა 1.00 ლარი ღირს, ბატი-ბუტი -0.70 ლარი, ბამბის ნაყინი - 1.00 ლარი, ტყლაპი - 0.80 ლარი, სიმინდი კი 1.00 ლარი.

„რძეს 1.00 ლარად ვყიდი. მომაქვს გასაყიდად კაკალი, თხილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი. ყველაზე მეტად გირჩის მტვერი იყიდება. ერთი კოვზი ერთი ლარი ღირს, მაგრამ თუ არ გიცნობენ, არ გენდობიან და არ იყიდიან. იმდენი წელია აქ ვვაჭრობ, რომ უკვე ჩემი კლიენტები მყავს“, - გვეუბნება ერთ-ერთი გამყიდველი.

სწრაფი კვების ობიექტები

დაბა აბასთუმანში ორი ღია კაფეა. ერთი ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროს აქვს, თუმცა მეპატრონის გარდაცვალების გამო, რამდენიმე დღით დაკეტილია. მეორე ჩვეულებრივად მუშაობს.

სუფთა ჰაერზე სეირნობით დაღლილ დამსვენებელს წახემსება თონის პურითა და ხაჭაპურით შეუძლია.

„საცხობი 1992 წლიდან გვაქვს, მაგრამ სეზონურად ვმუშაობთ. ვაცხობთ თონის პურს, ხაჭაპურს, ღვეზელს და პიცას. ხაჭაპური 3.00 ლარი ღირს, ღვეზელი - 0.50 ლარი, პური - 0.70 ლარი და პიცა - 6.00 ლარი. ივლისიდან ცოტა მოიმატა დამსვენებელმა“, - ამბობს საცხობის მეპატრონე ელზა დალაქიშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]

ამავე თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდომასალა.


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
რა ელოდება დამსვენებელს აბასთუმანში [Video]
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]
რა დახვდება დამსვენებელს კურორტ აბასთუმანში [Video]
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’