FM97.5 / LIVE

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2018
25 დეკემბერს, კათოლიკეები ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობენ. მესხეთში მოქმედ ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია შესრულდა, მორწმუნეები შობას ეკლესიაში შეხვდნენ.

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]არალი

ადიგენში, სოფელ არლის წმინდა იოსების სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგია ღამის 00:00 საათზე, მღვდელმა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა. წესის მიხედვით, სადღესასწაულო წირვა ჩაბნელებულ ეკლესიაში დაიწყო და ტაძარი მხოლოდ მას შემდეგ განათდა, რაც საგალობელმა მორწმუნეებს ქრისტეს შობა ამცნო. სიმბოლურად, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქრისტეს დაბადება სიბნელეში სინათლის გამოჩენას ჰგავს.

საშობაო ღამისთევის ლიტურგია შესრულდა ვალის ღვთისმშობლის შობისა და რაბათის წმიდა სავარდის სახელობის ტაძრებშიც.

შობამდე კი მრევლი დღესასწაულისათვის სულიერად ემზადებოდა. ოთხკვირიან მოსამზადებელ პერიოდში, რომელსაც ადვენტი ჰქვია, ისინი ყოველდღიურად წირვას დილის 07:00 საათზე ესწრებოდნენ და განთიადს ეკლესიაში ხვდებოდნენ, რაც სიმბოლურად ნიშანია იმისა, რომ მაცხოვრის შობას ფხიზლად უნდა შეხვდნენ.

25 დეკემბერს შობის დღესასწაულს დასავლეთის ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად კი შობა ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად, ქრისტე იშვა. ტრადიციულად, ზეიმის ცენტრად შობის სახელობის ეკლესია იქცევა.

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]არალი

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]არალი

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]არალი

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]ვალე

მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]ახალციხე

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

25 დეკემბერს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
კათოლიკეები შობას აღნიშნავენ
მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს