FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2018
სამცხე–ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებებში, H1N1 ე.წ ღორის გრიპის არცერთი შემთხვევა ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა, თუმცა გრიპის ვირუსით დაავადებულების კლინიკებში მიმართვიანობა მომატებულია.

სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა

ახალციხეში, საზოგადოებრივი ჯანდაცივს ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში ლაბორატორიულად H1N1–ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„თუ ლაბორატორიულად არ დადასტურდა, რომ რომელიმე შემთხვევა H1N1–ია, ჩვენ ვერ ვიტყვით, ბუნებრივია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპია. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით „ღორის გრიპის“ 80–მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ჩვენთან არცერი“, – გვითხრა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმმა ქეთევან ჯინჭველაძემ.

ახალციხის კლინიკებში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ზუსტ ციფრს, თუ რამდენი პაციენტი გადის ამ დროისთვის მათთან მკურნალობას, არ ასახელებენ.

„გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები ზოგადად ჰგავს H1N1–ის სიმპტომებს. ასეთი სიმპტომებით მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა ვერ ვიტყვით რომ გასულ წელთან შედარებით პაციენტების რაოდენობამ ბევრით მოიმატა. ჩვენს კლინიკაში, ლაბორატორიულად დადასტურებული „ღორის გრიპის“ შემთხვვა ჯერ–ჯერობით არ გვაქვს“ – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

გრიპის ვირუსით დაავადებული არაერთი პაციენტი გადის მკურნალობას კლინიკა „იმედშიც“: „განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ბავშვებში და ეს ყოველი წლის ამ დროს ასეა, თუმცა აქედან ჯერ „ღორის გრიპის“ შემთხვევა ლაბორატორიულად დაფიქსირებული არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კლინიკაში „ღორის გირიპით“ დაავადებული პაცინეტი არ გვყავს“, – გვითხრეს კლინიკაში.

„ღორის გრიპით“ საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი ბათუმში 24 დეკემებერს, მეორე კი ქუთაისში დღეს, 25 დეკემბერს.

გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირაში 100 000 ადამიანიდან 185 გრიპის ვირუსით იყო ავად. გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
პაატა იმნაძე: გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება