FM97.5 / LIVE

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2018
„თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა“–„ასპანა“, ანუ ნინოწმინდაში მდებარე სოფელი ასფარა, საიდანაც მოდის ძველი ქართული ხალხური ბალადა, დაცლილია. სოფელს, რომელიც ზამთარში თვეობით იკეტება, მხოლოდ ერთი ოჯახიღა შემორჩა.

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

ასფარა, შეიძლება ითქვას, რომ ნანგრევებად ქცეული სოფელია. 80–მდე სახლიდან დღეს აქ 20 თუ იქნება შემორჩენილი. ფანჯრებჩამსხვრეულ და დაცლილ სახლებს ბოქლომები ადევს, ნაწილი კი ღიაა დარჩენილი, თუმცა ყველა ეზოში გაუკვალავი თოვლია. უკაცრიელ სოფელში კვამლი მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის, აქ ისპირიანების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს.

ასფარა ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2 080 მეტრზე მდებარეობს. სოფლის დაცლა მკაცრი კლიმატური პირობების გამო, დაახლოებით, 15 წლის წინ დაიწყო. ამიტომ აქ უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს სკოლა. სოფელში არასდროს ყოფილა მედპუნქტი და მაღაზია. სასმელი წყალიც კი ერთ ადგილზე, ასპარიანების სახლიდან საკმაოდ მოშორებით მოდის. გზა კი, რომელიც ასფარას უახლოეს სოფელთან ვლადიმიროვკასთან და ასევე, ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს, ზამთარში თვეობით იკეტება.

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

ბაღდო ისპირიანი 24 წლისაა. მისი მშობლები ჰაირაპეტ და არევიკ ისპირიანები ასფარაში 30 წლის წინ, მეზობელი სოფლიდან, ფოკიდან გადასახლდნენ. ბაღდომ სოფელში ხუთი კლასის განათლება მიიღო, ამბობს, რომ ხის შენობა, სადაც სკოლა იყო განთავსებული 10 წლის წინ დაინგრა: „კლასში ხუთი ბავშვი ვიყავით, ვსწავლობდით მათემატიკას, სომხურს, გერმანულს და ა. შ. მერე სწავლა ფოკის სკოლაში გავაგრძელე“.
ბაღდო ამბობს, რომ ასფარაში ყველა დღე ერთფეროვანია. დილიდან საღამომდე დრო სახლის საქმეებსა და საქონლის მოვლაში გაჰყავს. ერთადერთი გასართობი აქ მისთვის ტელევიზორი და ინტერნეტია.

ისპირიანებს სამი ძროხა ჰყავთ და თავს ამით ირჩენენ. სეზონურად ფარავნის ტბაზეც თევზაობენ. სწუხან, რომ თევზის დაჭერა ტბაში დასაშვები წლის განმავლობაში მხოლოდ 15 დღეა. ამიტომ, ვიდრე თოვლი მოვა და მათ სოფლამდე მისასვლელ გზას ჩაკეტავს, ცდილობენ სხვა პროდუქტებიც მოიმარაგონ.

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

ზამთარში, დღის განმავლობაში ასპირიანებმა გარეთ ყველა საქმის გაკეთება უნდა მოასწრონ, რადგან საღამოს მგლები გამოდიან და გარეთ გასვლა საშიშია. ამიტომ ამბობენ, რომ სოფელში მარტო ცხოვრება ძალიან უჭირთ და ასფარა უნდა დატოვონ.

„ბევრჯერ ზამთარში ექიმი დაგვჭირვებია, პრობლემები გვქონია, მაგრამ იმის გამო რომ გზაა ჩაკეტილი, ვერც სასწრაფო მოსულა და ვერც ჩვენ გავსულვართ სოფლიდან“, – გვიყვება ჰაირაპეტ ისპირიანი – „გარდა იმ ბიჭისა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, კიდევ სამი შვილი და შვილიშვილებიც მყავს, ერთი შვილი თბილისში, ერთი სომხეთში, ერთიც მეზობელ სოფელშია, მაგრამ მე საცხოვრებლად წასვლა ყარაბაღში მინდა. იქ სამუშაო ადგილებია და ხალხი კარგად ცხოვრობს“.



სოფლიდან წასვლა ჰაირაპეტის მეუღლეს, არევიკსაც უნდა, თუმცა იმ ადგილს, სადაც წლები გაატარა, მაინც ვერ ელევა: „მომენატრა ის დრო, როცა მეზობელთან გადავდიოდი, ყავას ვადუღებდით. ადრე მთელი სოფელი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით, ჭირს და ლხინს ვუზიარებდით ერთმანეთს“.

ბოლო ხუთი წელია ისპირიანების ოჯახი ახალ წელს სტუმრების გარეშე ატარებს. უგზოობის გამო მათ ვერც შვილიშვილები სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, საახალწლოდ მაინც გამორჩეულად ემზადებიან. არევიკი ამზადებს ტოლმას, ხაშლამას, სალათებს. ადგილობრივები ამბობენ, თვითმმართველობა მათ ყურადღებას არ აქცევს. ერთადერთი რასაც ისპირიანები ნინოწმინდის მერიას სთხოვენ, პერიოდულად გზის გაწმენდაა.



„გზას ასფარაში მათი მომართვის საფუძველზე ვწმენდთ–ხოლმე, უყურადღებოდ არასდროს დაგვიტოვებია“, – ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის 33 სოფლიდან, ასფარა ერთადერთია, რომელიც სულ დაიცალა – „დაცლის პირას იყო სხვა სოფლებიც, თუმცა ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საბოლოოდ მოსახლეობა ყველგან შენარჩუნდა ასფარას გარდა“.



ქართული ხალხური ბალადა „თავფარავნელი ჭაბუკი“ ნინოწმინდის ორ უძველეს სოფელს, ასფარას, იგივე ასპანასა და თავფარავანს, დღევანდელ როდიონოვკას ეხება. ბალადა პირველად 1882 წელს ჩაიწერა. ნაწარმოები მოგვითხრობს „წყალგაღმა“ მცხოვრები ქალისა და თავფარავნელი ჭაბუკის სიყვარულის ამბავს: ღამით ჭაბუკი მიცურავს სატრფოსკენ, ქალის მიერ ანთებული სანთელი გზას უნათებს, „ავსული ბებერი“ აქრობს სინათლეს, ვაჟი კი წყალში იხრჩობა.

ისტორიკოს თინა იველაშვილის თქმით, ასპანა, ანუ დღევანდელი ასფარა, უძველესი ქართული სოფელია და მის შესახებ ცნობები ძალიან მწირია: „ეს სოფელი მოხსენიებულია 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, უკვე როგორც დაცლილი სოფელი. თუმცა მოგვიანებით, მეოცე საუკუნის 20–იან წლებში ახალქალაქის ერთ–ერთი სოფლიდან კარტიკამიდან მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა ასფარაში და აქ სოფელი ისევ გაჩნდა“.

ისტორიკოსების თქით, სოფელი ძალიან დიდი იყო: „ამაზე მეტყველებს აქ შემორჩენილი მე–11 საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც სამი დიდი ქონგური აქვს და საკმაოდ დიდი გალავანი არტყია გარს“.

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით [Photo/Video]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ნინოწმინდა]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა

25.03.2019 სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხმა სოფლიდან: ფარავანი – სოფელი ტბის პირას [Audio]
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]
ხმა სოფლიდან: სოფელი ანდა – სადაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ [Audio]
ხმა სოფლიდან: სოფელი ჯიგრაშენი [Audio]
ხმა სოფლიდან: სოფელი ხეოთი  [Audio]
ხმა სოფლიდან: განძა, ყველაზე დიდი დასახლება ნინოწმინდაში [Audio]