FM97.5 / LIVE

'პოლრობსონი'

მთავარისიახლე, ბლოგები 23.12.2018
მატასის ბლოგი

'პოლრობსონი'

ფეისბუქზე შეგხვედრიათ მეგობრების მიერ გაზიარებული ,,პოლრობსონის“ რეცეპტი? მე კი. ,,პოლრობსონი“ ნამცხვარს ჰქვია და ალბათ მე ნამცხვრის მოყვარული ბევრი მეგობარი მყავს. ამოვარდება ეს "პოლრობსონის“ კრემიანი ფოტო თითქმის ყოველ დღე ჩემს კედელზე და ვყლაპავ ნერწყვს.

იმდენს დაუწერია ფეისბუქზე, უამრავს და უამრავზე უამრავს, მეც იმათ რიგებში ჩავეწერები. დღეს ფეისბუქის სტატუსებზე ვიბაასოთ.

ახალი წელი რომ მოდის ფეისბუქსაც უხარია, უფრო სწორედ ფეისბუქ მომხმარებელსა და მაღაზია-კომპანიებს. საახალწლოდ იყიდეთ ფასდაკლებით მაცივარი. მე მეცინება ამ რეკლამაზე, ბოლო- ბოლო ვისაც აქამდე არ აქვს მაცივარი ის ამ სეზონზეც იოლად გავა. საჭმელ- სანოვაგეს აივანზე გამოაწყობს და მჭიდროდ დააფარებს თავზე, კატებმა ქვაბებს თავსახური არ მოხადონ და ყველაფერი არ ამოსლაქონ. ან კიდევ თუ აქამდე მაცივარი არ აქვს კაცს, მას არც იმდენი სურსათი ექნება მაცივარი გამოავსოს. ან ვისაც მაცივარი აქვს და სურთსათ- სანოვაგე, არც ფასდაკლებას ელოდება.

ჰოდა, შეგიძლიათ ფასდაკლებით საახალწლოდ შეიძინოთ ტელევიზორი. პროგრამები გვაქვს სასწაული. იყიდე ტელევიზორი და უყურე ,,იუმორინას“.

ზოგს თოვლის მოსვლა უნდა.

- ნეტა მოთოვოს, როგორ მიყვარს თოვლი - დაწერს ერთი, მერე ხუმარა მეგობარი გამოუჩნდება და მიუწერს -მოვა - და შენ ამ ,,მოვას“ კითხულობ ბურნუთას ხმით.

მოვირგეთ ფეისბუქი სწორედ ჩვენზეა ალბათ ნათქვამი.

ლამაზი კაბა ვიყიდე და მინდა ყველას ვუთხრა, ზოგს გული გაუხარო და ზოგსაც გაუხეთქო. ამისათვის, საკმარისია დავდგე ჩემი სახლის კედელთან საჩვენებელი თითით სენსორზე დავაწკაპო, მერე სწრაფადვე ავტვირთო ფოტო ფეისბუქში და დაველოდო გამოხმაურებებს.

ტყლუპ! პირველი კომენტარი: ვგიჟდები შენზე (მპუა)

ტყლუპ! ჩემი პასუხი: - მეც ვგიჟდები შენზე ( გაკოცეეე)

ტყლუპ! სხვა კომენტარი: ფანტასტიურად გამოიყურები!

ტყლუპ! ჩემი პასუხი: შენ რომ ამას მეტყვი თავად ფანტასტიურო!

და გრძელდება ასე კორიანტელი და სიყვარულის ფრქვევები.

მეტი პოზიტივი ერო! - რატომ აიტაცეს ეს ფრაზა და მოედო ყველას და ყველაფერს არ ვიცი. ან ვის მოაფიქრდა ნეტა თავიდან? ამ ფრაზის ქვეშაა ხოლმე სასწაული კომენტარები:

- რა პოზიტივი დავინახო, შენ ეტყობა საქართველოში არ ცხოვრობ.

- პურის ფული რომ არ გაქვს რა გეპოზიტივება!

- კომპიუტერის ყიდვას და ინტერნეტის ჩართვას პური გეყიდათ ქალბატონო!

- პოზიტივი კი არა ჯანდაბა!

"პოლ რობსონი“ მეც ნამცხვრის სახელი მეგონა თქვენსავით აქამდე, თურმე ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი და ადვოკატი ყოფილა.

ჰოდა, ფეისბუქშიც, სრული ,,პოლრობსონობა“ გვაქვს.

[მატასი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ვისი რა საქმეა’
ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა
,,საუბარი“ მამასთან
'ჩამოყალიბდით'
როდის თხოვდები?
ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი
შალვა აბულაძის მეგობარი  აცხადებს, რომ აბულაძე სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა [Video]