FM97.5 / LIVE

პროფკავშირი: 'პედაგოგები აღმოჩდნენ იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე'

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.08.2013
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი "გამოცდების ეროვნული ცენტრსა” და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს” პედაგოგთა საატესტატო გამოცდების შედეგებზე ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას სთხოვს

პროფკავშირი: 'პედაგოგები აღმოჩდნენ იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე'

მოვითხოვთ, ,,გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა” და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” მშრალი ციფრებით მანიპულირების ნაცვლად გააკეთოს ანალიზი და საზოგადოებას მიაწოდოს შემდეგი, დეტალური ინფორმაცია: 1) ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენია მოქმედი მასწავლებელი და რამდენი მასწავლებლობის მაძიებელი (საგნების მიხედვით); 2) თითოეული საგნის მიხედვით, ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენი არის ამ საგნის საუნივერსიტეტო განათლების მქონე მოქმედი მასწავლებელი და რამდენი სხვა საგნის მოქმედი პედაგოგი, თუ მაძიებელი; - ნათქვამია პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმ ხარვეზებზეც, რაც პროფკავშირების აზრით თან ახლავს პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერტიფიცირების მიზანი - მასწავლებლის პროფესიის რეგულირება, მისი პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტის ამაღლება, ვერ იქნა მიღწეული. პირიქით, წლების განმავლობაში სერტიფიცირება გადაიქცა პედაგოგთა სადამსჯელო ღონისძიებად და ნაცვლად ავტორიტეტის ამაღლებისა, ემსახურება მასწავლებელთა დისკრედიტაციას.

„თუ გვყავს არაპროფესიონალი პედაგოგები, მაშინ ისმის კითხვა, როგორ ვაღწევთ წარმატებებს ეროვნულ გამოცდებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეპეტიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო სკოლების მოქმედი მასწავლებლები არიან. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნა იმ ღრმა კრიზისზე, რაც არსებობს პედაგოგების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებულ სისტემაში. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ის, რომ მასწავლებლებს არ გაუვლიათ სისტემატური კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ბოლო ათი წლის განმავლობაში პედაგოგები არიან საგნობრივი, პროფესიული და საგამოცდო გადამზადების გარეშე დარჩენილნი.

”მასწავლებელთა სახლის” მიერ ჩატარებული ერთჯერადი უორქშოფები, ეპიზოდური და ფრაგმენტული ტრენინგები, რომელიც მიმდინარეობს გამოცდების წინა პერიოდში, არ აღმოჩნდა საკმარისი და ვერ მოგვცა კუმულაციური ეფექტი. სასერთიფიკაციო გადამზადების დაბალი ხარისხის და არაეფექტურობის გარდა პედაგოგებს შეზღუდული აქვთ თვითმომზადების შესაძლებლობაც. შექმნილია ხარისხიანი, მაგრამ ძალიან მცირე პაკეტი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მისი დაბეჭდვის შემთხვევაში ტომეულები შეიქმნება. შესაბამისად, არც ტრენერების მუშაობა არის სრულყოფილი დიდი მოცულობის მასალის მცირე დროში სწავლების აუცილებლობის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პროფკავშირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემებია მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისითაც. მაგალითად, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებს ტრენინგები არ გაუვლიათ.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შეუსაბამობაშია ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები, სასერტიფიკაციო საგამოცდო პროგრამები, გამოცდების ფორმატი, ქულებისა თუ კრედიტების მინიჭების სისტემა და წახალისების ნორმები.

„წლების განმავლობაში მიმდინარეობს რეფორმა ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური კუთხით დანახული, წარმართული და შეფასებული, საზოგადოების რეალურად ჩართვის გარეშე. არ არის შესწავლილი მასწავლებლის აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათი გვერდის ავლით იგეგმება ყველაფერი. პედაგოგები აღმოჩდნენ იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე.

სისტემა დაუხვეწავია და ნაკლოვანი. ვფიქრობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გააანალიზოს პრობლემები და შექმნას სრულყოფილი პედაგოგთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოდელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიმდინარე წელს მათემატიკაში პედაგოგთა დაახლოებით 86%-მა ვერ გადალახა ბარიერი, სამოქალაქო განათლებაში - 82.6%-მა, ქიმიაში - 91%-მა, ბიოლოგიაში -77%-მა, სახვითი ხელოვნებაში- 74%-მა, ფიზიკაში - 96%-მა. ისტორიასა და გეოგრაფიაში - 57.2%-მა და 49%-მა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო