FM97.5 / LIVE

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2018
დღეს, 23 დეკემბერს, რაბათის დასახლებაში, ახალციხელი სომეხი მხატვრის ვართკეს სურენიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. ახალგაზრდები აქ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად სომხეთის ისტორიასა და კულტურასაც გაეცნობიან.

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა

ცენტრი, ახალციხეში, სომხური სამოციქულო ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში ფუნქციონირებს. აქ ახალგაზრდებს მხატვრობას, სომხურ ცეკვას, სიმღერასა და ამავე ქვეყნის კულტურას უფასოდ შეასწავლიან.

„ცენტრი არ არის მხოლოდ ეთნიკური სომხებისთვის, აქ სიარული ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ის მართალია ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი, თუმცა ასაკი მკაცრად განსაზღვრული არაა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი.

ცენტრის გახსნის ცერემინია 17:00 საათზე ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიების წინამძღვარმა აკოფ სააკიანმა ლოცვით დაიწყო. შესრულდა სომხური ცეკვები და სიმღერებიც. ღონისძიებას საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ესწრებოდა.

„მიხარია რომ ასეთი ცენტრი გაიხსნა ჩვენთან, ჩემ შვილს დიდი სიამოვნებით მოვიყვან აქ რომ ახალი საგნები და სომხეთის კულტურა კარგად შეისწავლოს“, – ამბობს ახალციხელი რიპსიმე შუშანიანი.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამომავლოდ ქართულ ენასისა და ისტორიის საგნების დამატებასაც გეგმავენ.

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესიას საქართველოში ახალი წარმომადგენელი ჰყავს
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
სომხური სამოციქულო ეკლესია 'ვარდავარის'დღესასწაულს ზეიმობს
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ვარდავარი აღნიშნა
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]