FM97.5 / LIVE

'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 23.12.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში დაკავებულს, რომელსაც ბრალად ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის 50 000 ლარის გამოძალვას სდებენ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 23 დეკემბერს იმსჯელა. სასამართლო პროცესზე დაკავებულმა განაცხადა, რომ იგი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისმა ადვოკატმა ომარ ზედგინიძემ კი მოსამართლესთან ბრალდებულის აღკვეთის ღონისიების გარეშე დატოვებაზე იშუამდგომლა: "თუ სასამართლო მაინც გადაყწვეტდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, მაშინ 10 000 ლარის გირაო შევთავაზეთ".

პროკურატურა სასამართლოში დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე გია ბერაიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და 1961 წელს დაბადებულ ვ.კ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ტაქსის მძღოლი, ვალეში, „მეორე შახტაში“ 20 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სარდაფი და ავტომანქანა გაჩხრიკეს. მას ბრალი ბიზნესმენისთვის 50 000 ლარის გამოძალვაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებული ბიზნესმენს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მეორე შახტაში’ დაკავებულს ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან
შსს: ‘მეორე შახტაში’ მცხოვრები ბიზნესმენისგან   50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
'მეორე შახტაში' დაკავებული ბრალს არ აღიარებს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა