FM97.5 / LIVE

‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2018
საფინანსო ორგანიზაციები იმ მსესხებლებს, რომელთა საქმეებზეც სასარჩელო წარმოებაა დაწყებული, დავალიანებას არ უნულებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები მათი ვალების განულებას ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ

ახალციხეში მცხოვრებ თამარს [სახელი შეცვლილია] ოთხი სხვადასხვა ორგანიზაციიდან (netcredit.ge, Moneyman.ge,Minicredit.ge, crediton.ge) ონლაინ სესხი აქვს აღებული. ჯამში ვალის რაოდენობა 1 575 ლარია, თუმცა ვერ იხდის და ამიტომ შავ სიაშია. მას იმედი ჰქონდა, რომ განულების პროგრამაში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

„არ ვიცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ჩემი სესხი რა კრიტერიუმებით შეარჩიეს და რატომ არ გადასცეს „ქართუ“ ფონდს. პრემიერ–მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის სესხებიც კი, რომლებიც აღსრულებასა და სასამართლო წარმოებაშია, განულდება. მე ამ კუთხით ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ, მაგალითად, სესხი 2018 წლის განმავლობაში არ დამიფარავს“, – გვიყვება თამარი.

როგორც თავად ამბობს, მას პრობლემური სესხების კომპანიაში განუცხადეს, რომ ის თუ რომელი მსესხებლის მონაცემებს გადასცემენ „ქართუ“ ფონდს გასანულებლად ამას შიდა კრიტერიუმებით არეგულირებენ: „ამ ჩვენ შიდა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებო. მატყუებენ, შენი საქმე სასამართლოშია გადაცემულიო, თუმცა ასეც რომ იყოს, ვალდებულები არიან გამოითხოვონ და ვალის გასანულებლად ჩემი მონაცემები „ქართუ“ ფონდს გადასცენ“.

Ccloan.ge–ისგან აღებული სესხის გამო ხელფასი დაუყადაღეს ახალციხეში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს: „სამი შვილი მყავს და მეოთხეს ველოდები, ფინანსურად ძალიან გვიჭირს, 250 ლარი გამოვიტანე და ახლა პროცენტებიანად 750 ლარია. აღსრულების გადაწყვეტილებით სწორედ ეს თანხა უნდა დავფარო, მე კი არ შემიძლია. იმედი მქონდა, რომ მეც განულების პროგრამაში მოვხვდებოდი, მაგრამ უარი მითხრეს“.

ისევე როგორც სამი შვილის დედამ, ასევე თამარმაც საქართველოს პრემიერ–მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილები გაუგზავნეს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ „ქართუ“ ფონდის ცხელი ხაზის ოპერატორმა განუმარტა, იმას თუ რომელ მსესხებელს გაუნულდება ვალი საფინანსო ორგანიზაციები წყვეტენ, ისინი წყვეტენ რომელი მსესხებელი ჩასვან განულების პროგრამაში და რომელი არა.

„ვალების განულების პროგრამაში ჩაერთვება ის მსესხებელი, რომელსაც ერთ საფინანსო ორგანიზაციაში 2000–ლარამდე სესხი აქვს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადახდა არ უფიქსირდება. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ creditinfo.ge–სთან. ეს არის საერთო ბაზა, სადაც კრედიტების შესახებ ინფორმაცია გროვდება. ინფორმაციას რასაც ჩვენ გადმოგვცემენ აქ უნდა იყოს ასახული. თუმცა, საფინანსო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული ვალების განულების პოგრამაში მსესხებელს ჩასვამენ თუ არა“, – გვითხრეს ფონდ „ქართუში“.

მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის საქმე აღსრულებლის ეროვნულ ბიუროში ან სასამართლოშია, მაშინ საფინანსო ორგანიზაციამ ეს საქმე თავად უნდა გამოითხოვოს უკან: „ჩვენ არ გვაქვს ამ მხრივ შეზღუდვა, ორგანიზაციებმა თავად უნდა გამოითხოვონ აღსრულებიდან და სასამართლოდან მათი საქმეები და ჩვენ გადავიხდით, თუმცა გამოთხოვის საკითხსაც თავად ორგანიზაცია წყვეტს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხის ოფიცრებს ესაუბრა. მათი განმარტებით, მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროდან და სასამართლოდან არცერთი საქმის გამოტანას არ გეგმავენ, რადგან მათ საქმის წარმოებისთვის გარკვეული ხარჯი უკვე გასწიეს.

„ყველა საფინანსო ორგანიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ერთ– ერთი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ დაწყებულია სასარჩელო წარმოება, ან ლოჯისტიკის ეტაპზეა ეს საქმე , მაშინ ეს საკითხი არ გადავა განულების სიაში. შესაძლებელია მსესხებელს ჯერ სასამართლოდან, ან აღსრულებიდან არ მისვლია ოფიციალური წერილი, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ. შესაძლებელია, საკითხი იყოს ლოჯისტიკის ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა რომ დაიწყოს სასარჩელო წარმოება, ამისთვის კი გროვდება დოკუმენტები. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ გაუნულდება დავალიანება, ის თანხას სასამართლოს გზით გადაიხდის“, – ამბობს Credium.ge-ს სესხის ოფიცერი.

ფონდი „ქართუ“ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საფინანსო ორგანიზაციებმა მათ მიმართ არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს, ისევ იმ ორგანიზაციებთან ამისამართებენ, რომლებშიც მათ სესხი აიღეს: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების საკითხში ჩვენ ჩარევის უფლება არ გვაქვს .თუ მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ უნდა მიმართონ ამ ორგანიზაციებს და მოითხოვონ დასაბუთება იმაზე თუ რატომ არ არიან სიაში. აქვე გეტყვით, რომ გადაწყვეტილებას, ვინ მოახვედრონ სიაში თავად ბანკები იღებენ. ჩვენ არ გვაქვს კონრტოლის უფლება, თვითონ ადგენენ ამ სიებს“.

ვებგვერდი vali.ge, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს: “ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე.

ვებგვერდზე vali.ge საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ.
იხილეთ ორგანიზაციების ჩამონათვალი:

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო
vali.ge-ს მონაცემებს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
vali.ge-ს ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
‘პენსია ჩამომაჭრეს და სესხი ისე გამინულეს’ – ახალციხეში ‘განულების პროგრამის’ ხარვეზებზე საუბრობენ
სესხების განულების პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდა
vali.ge-ს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება