FM97.5 / LIVE

გახარია - 'პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება'

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2018
შს მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება.

გახარია - 'პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება'

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, უწყებისთვის და პირადად მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება: „ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ 2018 წელს მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა და ეს პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ასევე სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები, მათ შორის ბინათმშენებლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის და განათლების მიმართულებით. ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ სისტემაში მუშაობას".

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
შს მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ