FM97.5 / LIVE

ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ

მთავარისიახლე, სამართალი 20.12.2018
ვალეში, „მეორე შახტის“ დასახლებაში, ერთ–ერთი ადგილობრივის სახლთან დღის მეორე ნახევარში სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ახლა კი სამართალდამცველები მის კუთვნილ მანქანასა და სარდაფს ჩხრეკენ.

ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ

ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში სამართალდამცველები სპეცრაზმთან ერთად დაახლოებით, 14:00 საათზე გამოჩნდნენ. მათ აქ ერთ–ერთი მცხოვრების, შუახნის კაცის სახლის, სარდაფისა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყეს. იგი ტაქსის მძღოლია, მეორე შახტაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

რას ეძებენ სამართალდამცველები ადგილობრივის სახლში, ამაზე არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ აღნიშნულ ბინაში შესვლის უფლება არ მისცეს. გასაუბრება შუახნის კაცის მეუღლესთან შევძელით, თუმცა მან მომხდარის შესახებ ლაპარაკი არ იუსრვა: „ძალაინ ცუდად ვარ, თავი დამანებეთ“.

რატომ ჩხრეკს პოლიცია ტაქსის მძღოლის სახლს არც მეზობლებმა იციან: „ერთი ჩვეულებრივი ოჯახია, ეგ კაცი წლებია ტაქსაობს, წარმოდგენა არ გვაქვს რას შეიძლება ეძებდნენ პოლიციელები მაგასთან“, – გვითხრეს ადგილობრივებმა.

ამ დროისთვის სპეცრაზმი დასახლებაში აღარ იმყოფება, თუმცა სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აგრძელბენ.

როგორც, „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

26.05.2020 არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

26.05.2020 Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში, 'მეორე შახტაში' შუახნის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს
შსს: ‘მეორე შახტაში’ მცხოვრები ბიზნესმენისგან   50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა
'მეორე შახტაში' დაკავებული ბრალს არ აღიარებს
ვალეში, მეორე შეხტის დასახლებაში ასფალტს აგებენ
ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ჩხრეკენ ყველა მანქანას
ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ამოწმებენ ყველა მანქანას
‘ძმებს ჩხუბი არასდროს ჰქონიათ’ – ბაკურიანში მოკლული 29 წლის კაცის დედა