FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისთვის ჯილდო მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.12.2018
ახალციხის მერიამ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ დანერგვაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჯილდო მიიღო.

ახალციხის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისთვის ჯილდო მიიღო

ახალციხის მერიამ „მოქალაქეთა ჩართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო და 18 მუნიციპალიტეტიდან ხუთეულში მოხვდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, თემაზე – მოქალაქეთა ჩართულობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია15 ნოემბერს ჩაერთო.

ახალციხის მერიის საკონკურსო განაცხადის თემა იყო „VOLIS-ის პლატფორმის გამოყენებით „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ დანერგვა ახალციხის მუნიციპალიტეტში“.

„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი მოქალაქეებისთვის 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებზე. მათ უნდა შემოეთავაზებინათ ინიციატივა თანდართული პროექტით, რომელსაც ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტიდან დავუფინანსებთ. აქტიური იყო მოქალაქეების ჩართულობა, 78 განაცხადი შემოვიდა. სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ გადაირჩა წინადადებები და საუკეთესო პროექტის გამოსავლენად ელექტრონული ხმის მიცემა დაიწყო. დასაწყისისთვის 50 000 ლარი გამოვყეთ 2019 წლის ბიუჯეტში, გაიმარჯვა პროექტმა „მწვანე ქალაქი“, რომელიც ქალაქის გამწვანებას გულისხმობს. სწორედ ამ კონკურსის განხორციელებისთვის მივიღეთ ჯილდო“, – გვითხრა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი თივთმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ელექტრონული ფორმით ჩართულობა მნიშვნელოვანია: „ისინი სახლიდან გაუსველელად მონაწილელობას იღებენ ბიუეჯტის დაგეგმვაში, ნებისმერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს და ინიციატივა შესთავაზოს მუნიციპალიტეტს. ძალიან ბევრი წინადადებები შემოვიდა, ყველა მათგანი გავიარეთ,რომელიც შესაძლებელი იყო ჩვენს სამუშაო გეგმაში ჩავსვით. უმეტესობა ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხება, ზოგი ისედაც დაემთხვა ჩვენ პროექტს და მოქალაქეების დახმარებით უბრალოდ შესწორებები შევიტანეთ“.

VOLIS-ი წარმოადგენს ესტონურ მოდელს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში.

საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, გუშინ 19 დეკემბერს სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“.

სპეციალური ჯილდო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა მელიქიძეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თვმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გადასცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩართვას სთავაზობს
ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
როგორ გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა –‘საიას’ რეკომენდაციები თვითმმართველობებს
ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას