FM97.5 / LIVE

შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.12.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელი ვალერი ოსიპიანი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვალერი ოსიპიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ორგანიზებული დანაშაული არის ის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონებში გვაქვს, უკვე დავსახეთ კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. დაგეგმილია სტუმრობა "112"-სა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში.

"ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა და ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საპატრულო სამსახურის საქმიანობით. გვინდა, გამოვიყენოთ საქართველოს საპატრულო სამსახურის მოდელი ჩვენ ქვეყანაში. ჩემი მოადგილე რამდენიმე თვის წინ ეწვია საქართველოს და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო საგუშაგო სამსახურის და საგზაო პოლიციის გაერთიანების პროცესი. 2019 წელს ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება ახალი საპატრულო სამსახური", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა.

სომხეთის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

[sknews.ge]


21.01.2019 განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'

18.01.2019 ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო

18.01.2019 მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2019 დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში [Photo/Video]

19.01.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19.01.2019 წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი საპატრულო პოლიციის უფროსი მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოპარკის განახლებას იწყებს
სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადაეცა
მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილებს ჩაუტარებენ
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება
2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული