FM97.5 / LIVE

დედას შვილის ცემისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

მთავარისიახლე, სამართალი 17.12.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დედა ხუთი წლის შვილის ცემისთვის დამნაშავედ სცნო. მას ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ორი წლით გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

დედას შვილის ცემისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

დედამ ბრალი აღიარა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაოდ სცნო და, შესაბამისად, პროცესი მოწმეების დაკითხვის გარეშე დასრულდა. გამამტყუენებელი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ გამოიტანა.

„კი ვაღიარე, მაგრამ ეს იმისთვის გავაკეთე, რომ შვილები დამებრუნებინათ, ბავშვები ახლა ჩემთან არიან“, – გვითხრა დედამ.

მას ბავშვები სოციალურმა სამსახურმა 21 სექტემბერს ჩამოართვა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დედამ შვილი სწორედ ამ დღეს სცემა.

დედისთვის ბავშვების დაბრუნების საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია.

სოციალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვები მამას დაუბრუნეს. მანამდე კი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები მომზადდა, დოკუმენტების მიხედვით, პატარებისთვის ოჯახურ გარემოში ყოფნა აუცილებელია: „ბავშვებს სოციალური მუშაკი ისევ აკვირდება“.

37 წლის ქალი, ახალციხის რაიონულ სამმართველოში მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად 21 სექტემბერს გადაიყვანეს. ამ დღეს, მეზობელმა 112–ზე დარეკა, იმ მიზეზით, რომ დედა ხუთი წლის ბიჭს სცემდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
დედა, რომელსაც შვილის ცემისთვის ასამართლებენ, პოლიციას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ  ბავშვები დაუბრუნეს
შსს: ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 12 მეზობლის ხელმოწერით განცხადება შემოვიდა
დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
16 წლის გოგონას საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა