FM97.5 / LIVE

შს მინისტრი:’ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი’

მთავარისიახლე, სამართალი 16.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ,
ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.

შს მინისტრი:’ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი’

„დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება თითოეული ქმედების სამართლებრივი ანალიზი, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა, განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციის გამართვას აპირებდნენ, სამართალდამცავებმა არ გაუშვეს. პოლიციას გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან, მანქანებით გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი აქციის მონაწილეებს სხვა, ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ თელავში ჩასასვლელად, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ დათანხდენ. ინდიცენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა პოლიციელი, რომლებიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კახეთიდან დაბრუნებულმა აქციის მონაწილეებმა კარვები პარლამენტის წინ გაშალეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციები გაგრძელდება. ამის შესახებ მან კახეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

მისი თქმით, მათ აქვთ სამი გეგმა, საიდანაც თათბირის შემდეგ ერთ-ერთს ამოარჩევენ. მან განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლის
გურჯაანში აქციის მონაწილები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ
ირაკლი ბარძიმაძე:'ყვარელის გადასახვევთან ვართ,პოლიციას გზა ავტობუსებით აქვთ გადაკეტილი'
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა