FM97.5 / LIVE

ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.12.2018
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან, ისინი გურჯაანში, სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებენ.

ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლის
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის შენობასთან ორი კარავი მიიტანეს, წარწერით “არა სალომეს”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, კარვების დამატება კიდევ იგეგმება და ოპოზიცია დაშლას არ აპირებს.

გარდა რუსთაველის გამზირისა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იკრიბებიან გომბორის მთაზე. ცოტა ხანში ოპოზიცია განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ისინი იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, რომლის განხორციელებასაც დღეიდან აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თელავში ცერემონიის პარალელურად აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცავებმა გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან გზა გადაკეტეს, რამაც აქციის მონაწილეებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამ დროისთვის 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლის

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

გურჯაანში აქციის მონაწილები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შს მინისტრი:’ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი’
თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს
ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან აქციების გამართვას იწყებს
‘90–მდე მანქანით მივდივართ ‘ – თელავში დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან