FM97.5 / LIVE

‘90–მდე მანქანით მივდივართ ‘ – თელავში დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.12.2018
დღეს, 16 დეკემბერს თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციაზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან მიდიან.

‘90–მდე მანქანით მივდივართ ‘ – თელავში დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
„ჩვენი ჩასვლით უნდა დაინახოს სალომე ზურაბიშვილმა, რომ ის არ არის ხალხის არჩეული და ის დანიშნულია. ასე იქნება მისი პრეზიდენტობის მანძილზე, ასი ათასობით ქართველი ყოველთვის იტყვის, რომ ეს არჩევნები მათ მოიპარეს“, – ამბობს ერთიან ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ბარძიმაძე.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გზაში არიან : „თელავისკენ მიმავალ გზაზე კოლონებია, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის“.

„ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, ეს არის ჩვენი აქციაზე წასვლის მიზეზი“, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაკურ გელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს 16 დეკემბერს 15:00 საათზე დაიწყება. ინაუგურაციის ცერემონია 40 წუთი გაგრძელდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს
თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
გურჯაანში აქციის მონაწილები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შსს: ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ