FM97.5 / LIVE

ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?

მთავარისაზოგადოება 02.08.2013
ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ორგანიზებით, მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად, ადიგენში, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მშვიდობიანი აქციის გამართვა იგეგმება.

ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
აქცია 6 აგვისტოს 12:00 საათზეა დაგეგმილი.

„საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ აქციის მიზანი სოფელ ჭელაში უმცირესობაში დარჩენილი მართლმადიდებლების უფლებების დაცვაა: „ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა დავიცვათ მართლმადიდებლების უფლებები. სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს, რომ ადიგენში ქრისტიანი მოსახლეობა გახდა დასაცავი“.

კუბლაშვილი ამბობს, რომ მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად მოსახლეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან ჩამოვა.

სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთი 2 კვირის წინ დაიდგა, ადგილობრივი მართლმადიდებლები აცხადებენ, რომ აქციაზე მივლენ, თუმცა, არა იმიტომ, რომ მათი უფლებები ირღვევა.

„მივალთ იმისთვის, რომ იქ თუ ვინმეს რაიმე კითხვა ექნება, პასუხი გავცეთ“, - გვითხრა მართლმადიდებელმა ლევან ქაფიანიძემ.

სოფელში ამბობენ, რომ მიუხედავად სოფელში მომხდარის, ხელმოწერების შეგროვებისა და საპროტესტო აქციებისა, სოფელში მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის შუღლს ვერავინ ჩამოაგდებს.

„მთავარია მთავრობაში არ დაერიონ ერთმანეთს, თორემ ჩვენთან ბუნტი არ მოხდება“, - გვითხრა ქაფიანიძემ.

ახლა სოფელ ჭელაში მიცვალებულია. გარდაცვლილი მართლმადიდებელია. გარდაცვლილის გაპატიოსნებას მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთად ცდილობენ. სოფლის ყველა მამაკაცი იმ ადგილზე, სადაც ქელეხისთვის სუფრა უნდა გაიშალოს, მიწას ასწორებენ.

„ახლა მუსლიმებთან მარხვაა. რამაზანი უჭირავთ და მთელი დღე არაფერს ჭამენ. ასეა მაგალითად ბადრი ირემაძე. მიუხედავად ამისა, დილიდან ჩვენთან ერთად მუშაობენ და გვეხმარებიან. ასე რომ არვისგან დაცვა არ გვჭირდება“, - ამბობენ მართლმადიდებლები.

ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
„საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი

შეგახსენებთ,რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. პარალელურად, სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით.

ადგილობრივები ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მინარეთის დადგმის გამო ვითარების დაძაბვაში ზარზმის მონასტრის წინამძღვარს ადანაშაულებს. ზარზმის მონასტრის წინამძღვარი კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

მცხოვრებმა მუსლიმებმა, იმისთვის რომ ადგილობრივი მართლმადიდებლები არ შეაწუხონ, გადაწყვიტეს მინარეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ. ორგანიზაცია ‘საზოგადოებრივი დარბაზი’ითხოვს, რომ მინარეთის დადგმის საქმე გამოიძიონ.

ჭელის საქმის შესწავლა გუშინ, 1 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის უმცირესობების საკითხების ექსპერტი რუსუდან გოცირიძე ფიქრობს, რომ ჭელას აქვს საშუალება მსგავსი ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების საუკეთესო მაგალითად იქცეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო
ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?