FM97.5 / LIVE

ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2018
მომავალი წლიდან დაბა ადიგენის, აბასთუმნის და უდეს საჯარო სკოლებში გაზის შეყვანა იგეგმება. ამჟამად კი მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან ბუნებრივი აირით მხოლოდ ერთი, არლის სკოლა თბება.

ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

ადიგენში 17 სკოლა შეშის ღუმელით, ხუთი შეშის ცენტრალური გათბობით, ერთი გაზით, ორი კი ელექტროგამათბობლებით თბება.

ადიგენის რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის თქმით, დაბის 22–ვე სკოლა, რომელიც შეშაზეა დამოკიდებული, მერქნის შესაბამისი რაოდენობით უკვე მომარაგებულია: „გაზი მხოლოდ არლის სკოლაშია, რადგან ის წელს გაიხნა და გარემონტდა. ორ სოფელში ხევაშენსა და დერცელში ელექტროგამათბობლები აქვთ“.

მისი თქმით, მომავალი ზამთრისთვის ზანავისა და კახარეთის სკოლებში შეშის ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება, რისთვისაც სისტემის გაყვანა უკვე მიმდინარეობს. ასევე, მომავალი წლიდან შესაძლოა გაზით გათბობაზე გადავიდნენ კურორტ აბასთუმნის, ადიგენისა და უდეს მეორე საჯარო სკოლებიც.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 57 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ სამი მათგანია გაზიფიცირებული, ადიგენის მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის სამი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
ახალციხეში იკვლევენ ვინ თბება შეშის ღუმელით